მადრიდის "რეალისთვის" ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა მოთაშემ, მეკარე ტიბო კურტუამ 10 აგვისტოს,ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო.
ბელგიელმა სპორტსმენმა ვალდებებასის ბაზა ცრემლებით დატოვა. როგორც სპორტული გამოცემები წერენ, ტრავმა საკმაოდ მძიმეა და მეკარეს რამდენიმე თვის გამოტოვება მოუწევს. ეს კი მნიშვნელოვნად ცვლის რეალის გეგმებს.
როგორც ესპანური გამოცემა El Chiringuito წერს მადრიდის "რეალის" დღის წესრიგში გიორგი მამარდაშვილია, რომელიც 25-მილიონ ევროდ არის შფასებული. გამოცემის ცნობით შესაძლოა, გიორგი მადრიდში წავიდეს, მაგრამ მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.
სამეფო კლუბის სიაში გიორგი არ არის ერთადერთი ვარიანტი, სხვადასხვა გამოცემები წერენ, რომ შესაძლოა, "რეალი" ასევე დავიდ დე ხეათი ინტერესდება.
გიორგი მამარდაშვილი ამჟამად "ვალენსიას" ფეხბურთელია და კლუბთან კონკტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული.
ავტორი: ანრი კურტანიძე