ავტორი:

"მეზობლები ვართ და მეზობლებს არ ირჩევენ, ისინი ღმერთისგან არიან" - ლუკაშენკომ პოლონეთთან "ურთიერთობების დალაგების“ ბრძანება გასცა

"მეზობლები ვართ და მეზობლებს არ ირჩევენ, ისინი ღმერთისგან არიან" - ლუკაშენკომ პოლონეთთან "ურთიერთობების დალაგების“ ბრძანება გასცა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ პოლონეთთან "ურთიერთობების დალაგების“ ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსი, უპირველეს ყოვლისა, “აღმოსავლეთის ხარჯზე ცხოვრობს” - რუსეთთან და ჩინეთთან თანამშრომლობის.

"მაგრამ მაღალტექნოლოგიურ დასავლეთზეც არ უნდა დაგვავიწყდეს. ისინი გვერდით არიან, ჩვენი მეზობლები არიან - ევროკავშირი. და მათთან ურთიერთობების დაკარგვა არ შეიძლება. ამისთვის მზად ვართ, მაგრამ ჩვენი საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით. დამიჯერეთ, მოვა დრო (ახლა ისეთი ტურბულენტობაა, ჩვენი ენით რომ ვთქვათ, დიდი სირთულეებია) - 2024-2025 წლებში, დარწმუნებული ვარ, მსოფლიოში სერიოზული ცვლილებები მოხდება,” - განაცხადა ლუკაშენკომ.

ამავდროულად ბელარუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პოლონელებთან საუბარია საჭირო.

"პრემიერ-მინისტრს დავავალე დაუკავშირდეს მათ. თუ სურთ, ვილაპარაკოთ, ურთიერთობები დავალაგოთ. მეზობლები ვართ, და მეზობლებს არ ირჩევენ, ისინი ღმერთისგან არიან,” - განაცხადა ლუკაშენკომ.

ცნობისთვის, აქამდე, 2023 წლის მარტში, ლუკაშენკო პოლონეთს მის ქვეყანაზე თავდასხმის მომზადებაში ადანაშაულებდა.

ავტორი: ანრი კურტანიძე