ავტორი:

“შეიარაღებული პირი ავტომობილით მოვარდა, გაისროლა და მიიმალა… მამა და ორი შვილია დაჭრილი, როგორც ვიცით, ინციდენტი ყოფით ნიადაგზე მოხდა” - რას ჰყვებიან ადგილობრივები ბათუმის სროლა

“შეიარაღებული პირი ავტომობილით მოვარდა, გაისროლა და მიიმალა… მამა და ორი შვილია დაჭრილი, როგორც ვიცით, ინციდენტი ყოფით ნიადაგზე მოხდა” - რას ჰყვებიან ადგილობრივები ბათუმის სროლა

ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღით სამი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

როგორც ადგილობრივები Ambebi.ge-სთან საუბრისას აცხადებენ, დაჭრილია მამა და ორი შვილი, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევა ასათიანის ქუჩაზე ერთ-ერთ სახელოსნოსთან მოხდა.

“შეიარაღებული პირი მსუბუქი ავტომობილით მოვარდა, იყო ურთიერთშელაპარაკება, მალევე გაისროლა და მიიმალა. როგორც ვიცით დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინცინდენტი ყოფით ნიადაგზე მოხდა. უფრო კონკრეტულად რატომ ესროლა არ ვიცით, დაჭრილია მამა ორ შვილთან ერთად. ესენი სახელოსნოში იყვნენ",- ამბობენ ადგილობრივები

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. პირი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.