ავტორი:

შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება,  წყალმოვარდნები, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება,  წყალმოვარდნები, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

24 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ხოლო 25-დან 26 აგვისტოს დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.