ავტორი:

"რა მძიმე თვეა აგვისტო, ამდენი ტრაგედია, ამდენი ახალგაზრდა გახდა ბუნების ძალის მსხვერპლი" - რას წერს სანდრა რულოვსი ნანა ჯანაშიას შესახებ

"რა მძიმე თვეა აგვისტო, ამდენი ტრაგედია, ამდენი ახალგაზრდა გახდა ბუნების ძალის მსხვერპლი" - რას წერს სანდრა რულოვსი ნანა ჯანაშიას შესახებ

რამდენიმე დღის წინ, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია 51 წლის ასაკში, ტრაგიკულად დაიღუპა. CENN-ის ინფორმაციით, ჯანაშია დომინიკელთა რესპუბლიკაში, სანაპიროზე მეხის ჩამოვარდნისგან ადგილზე გარდაიცვალა.

ნანა ჯანაშიას შესახებ საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი წერს და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

"ნანასთან ერთად გადაღებული სურათი. ვიზიარებ მისი ოჯახის და ახლობლების მწუხარებას. რა მძიმე თვეა აგვისტო, ამდენი ტრაგედია, ამდენი ახალგაზრდა გახდა ბუნების ძალის მსხვერპლი... მოგვენატრები, ნანა!" - წერს სანდრა რულოვსი.

ცნობისთვის, ნანა ჯანაშიამ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) 1998 წელს დააფუძნა. 25 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ 300-მდე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პროექტი განახორციელა კავკასიის რეგიონში და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა უფრო მწვანე და მდგრადი მომავლის შექმნაში.