ავტორი:

"საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატიზმით გამოირჩევა, ამიტომაც დავრთეთ ნება უვიზო მიმოსვლაზე, მათი პრეზიდენტი ფრანგია, თუმცა მისი როლი მინიმალურია" - მედვედევი

"საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატიზმით გამოირჩევა, ამიტომაც დავრთეთ ნება უვიზო მიმოსვლაზე, მათი პრეზიდენტი ფრანგია, თუმცა მისი როლი მინიმალურია" - მედვედევი

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატიზმით გამოირჩევა.

აღნიშნულის შესახებ მედვედევმა RT-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"პოლიტიკაში ყველაფერი ხდება, ამიტომ პრაგმატიზმი ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას აქვს ემოციები, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღების დროს ემოციები გვერდზე უნდა გადაიდოს. აი, დღევანდელი საქართველოს გენერაცია პრაგმატიზმით გამოირჩევა, ეს არ შეიძლება არ აღინიშნოს. ამიტომ მათთან ვითარდება ურთიერთობები, ამიტომაც დავრთეთ ნება უვიზო მიმოსვლაზე, ამიტომ თვითმფრინავებმა დაიწყეს ფრენა“, - აღნიშნა რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.

მისივე თქმით, საქართველოში ჯერ კიდევ დარჩნენ "თავგასული, შეშლილი, უცნაური ადამიანები“, მაგრამ მათი გავლენა პოლიტიკაზე მინიმალურია.

"აი, საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი - მე არ ვიცი, საუბრობს ის ქართულად თუ არა, ის ფრანგია, რომელიც კატეგორიულად გამოდის თავისი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ. მაგრამ ახლა ასეთი პოლიტიკოსები პირველ როლს ვერ თამაშობენ. დღევანდელი პრეზიდენტის როლი, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, მინიმალურია. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა პრაგმატიზმი აღიაროს რეალიები, მათ შორის სამხრეთ ოსეთის არსებობა და დაალაგონ მათთან ურთიერთობები“, - დასძინა მან.