ავტორი:

ხვალ მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ქარი, წყალმოვარდნები, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

ხვალ მოსალოდნელია  ძლიერი წვიმა, ქარი, წყალმოვარდნები, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

29 აგვისტოს ღამის საათებიდან შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ზოგან, ხოლო დღისით საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.