ავტორი:

"არ მახსოვს ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო დედაქალაქში - გარკვეულ უბნებში შეიქმნა პრობლემები და არა მთელი თბილისის მასშტაბით" - კალაძე

"არ მახსოვს ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო დედაქალაქში - გარკვეულ უბნებში შეიქმნა პრობლემები და არა მთელი თბილისის მასშტაბით" - კალაძე

არ მახსოვს ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო დედაქალაქში. გარკვეულ უბნებში შეიქმნა პრობლემები და არა მთელი თბილისის მასშტაბით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვიდეო ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხანმოკლე პერიოდში ძალიან დიდი ნალექი მოვიდა.

"ამ წუთში ვიმყოფებით მარჯვენა სანაპიროზე, ეს არის სივრცე, სადაც თამარ მეფის პანდუსია, აქ არსებულ გზის მონაკვეთზე არის დატბორვა. ძალიან დიდი ნალექი იყო ხანმოკლე პერიოდში. არ ვიცი, არ მახსოვს ასეთი უხვი ნალექი ბოლოს როდის იყო დედაქალაქში. გარკვეულ უბნებში შეიქმნა პრობლემები და არა მთელი თბილისის მასშტაბით. გლდანის რაიონში იყო, ასევე დიდუბეში, ერისთავის ქუჩის მიმდებარედ. ახლაც მუშაობენ ჩვენი შესაბამისი სამსახურები“,- აღნიშნა დედაქალაქის მერმა.