ავტორი:

"ეს სიმღერა ზვიად გამსახურდიას იმდენად უყვარდა, ჩემთან ერთად მღეროდა ხოლმე" - როგორ შექმნა თემურ ცაგურიამ არა ერთი ცნობილი სიმღერა, რომლებიც ხალხური ან სხვისი ჰგონიათ

"ეს სიმღერა ზვიად გამსახურდიას იმდენად უყვარდა, ჩემთან ერთად მღეროდა ხოლმე" - როგორ შექმნა თემურ ცაგურიამ არა ერთი ცნობილი სიმღერა, რომლებიც ხალხური ან სხვისი ჰგონიათ

“მივალ მივყვები“- როგორ შექმნა თემურ ცაგურიამ -"მწყემსური" და ბევრი სხვა სიმღერა, რომელიც მილიონზე მეტჯერ შესრულდა და დღემდე ხალხური ჰგონიათ

"...სიმღერა ყიზლარში ყოფნის დროს შევქმენით. იქ ფილარმონიიდან ვიყავით ჯგუფი გაგზავნილი, ზაფხულის საძოვრებზე მყოფი მწყემსებისთვის 30 კონცერტი სხვადასხვა ადგილას გავმართეთ... მწყემსები თავიანთი სიალალით, შრომით, ძალიან შემიყვარდნენ. საქართველოსთვის ბევრს შრომობდნენ, თანაც ჭკვიანი, ბრძენი ხალხია...“ - ამბობს თემურ ცაგურია.

- ბატონო თემურ, "მწყემსური“ ცოცხალმა ლეგენდამ - თენგიზ არჩვაძემ შეასრულა, რაც ყველას განსაკუთრებით დაამახსოვრდა...

- მეგობარი მყავდა - ვაჟა გავაშელი, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა... ვაჟა ძალიან განათლებული, პოეზიის და ლიტერატურის დიდი მოყვარული, თავად მწერალი გახლდათ, წიგნი აქვს გამოცემული... ვაჟას ახლო მეგობრობა აკავშირებდა თენგიზ არჩვაძესთან, რომლის სახლშიც შევიკრიბეთ და დაუვიწყარი დრო გავატარეთ... ვაჟას დიდი თხოვნით მწყემსური ვიმღერე, დასრულებისთანავე თენგიზი გადამეხვია და გადამკოცნა. იმდენად მოეწონა, იმ საღამოს სამჯერ მამღერა...

მე რომ ამერიკაში წავედი, ეტყობა, თენგიზმა ის სიმღერა გაიხსენა და იმღერა, სასწაულად შეასრულა. ძალიან გამიხარდა, ტელევიზიით მისი ნამღერი რომ მოვისმინე. ვფიქრობ, სიმღერას მე რაც დავაკელი, თენგიზმა შეავსო... ემოციებით, არტისტიზმით ძალიან დიდი რამ გააკეთა.

- არ გიფიქრიათ ერთად გემღერათ?

- თუ რომელიმე ტელევიზია დაინტერესდება და ჩვენს შეხვედრას განიზრახავს, კარგი იქნებოდა, დაუვიწყარი დუეტი...

- დაახლოებით, რამდენჯერ გექნებათ ეს სიმღერა შესრულებული?

- ძალიან ბევრჯერ... ეს სიმღერა იმდენად პოპულარული იყო, ჩემი კონცერტი "მწყემსურის" გარეშე არ ჩამიტარებია. ადრე უამრავი კონცერტი მქონდა. ამერიკაშიც სულ მქონდა რეპერტუარში... ქართველი ემიგრანტებისთვის, რა თქმა უნდა, ყველასთვის ნაცნობი სიმღერა იყო და ჩემთან ერთად მღეროდნენ. მთელი დარბაზი ჩემთან ერთად ასრულებდა.

- როგორც ვიცი, განსაკუთრებულად უყვარდა ზვიად გამსახურდიას... როდის დაწერეთ ეს სიმღერა?

- სიმღერა, დაახლოებით, 1980-იანი წლების დასაწყისში დავწერეთ... ლექსი ჩემია, ჩემს კრებულში მაქვს შეტანილი, მუსიკა - მზია დიაკვნიშვილის... შემდეგ კონცერტებზე ხშირად სრულდებოდა და როგორც ხალხურს, ისე აცხადებდნენ. მზიამ არ მიაქცია ყურადღება, მეც ამერიკიდან რას გავხდებოდი, თან მიხაროდა, ხალხმა რომ იმდენად შეიყვარა, უკვე ხალხურად მიაჩნდათ. ეს უდიდესი მიღწევაა...

სიმღერა ყიზლარში ყოფნის დროს შევქმენით. იქ ფილარმონიიდან ვიყავით ჯგუფი გაგზავნილი, ზაფხულის საძოვრებზე მყოფი მწყემსებისთვის 30 კონცერტი სხვადასხვა ადგილას გავმართეთ. მწყემსები თავის სიალალით, შრომით, ძალიან შემიყვარდნენ. საქართველოსთვის ბევრს შრომობდნენ, თანაც ჭკვიანი, ბრძენი ხალხია... სუფრასთან რომ დავსხდებოდით და ისინი საუბარს დაიწყებდნენ, სულგანაბული ვუსმენდი, მხოლოდ ვმღეროდი... იქ დამებადა იდეა, ეს ლექსი დამეწერა. შემდეგ გავიცანი ქალბატონი მზია დიაკვნიშვილი, მან შექმნა მელოდია და ეს ყველაფერი ერთმანეთს შესანიშნავად შეერწყა... მზია დიაკვნიშვილი თუში, კლასიკოსი კომპოზიტორი გახლდათ.

შემდეგ ყიზლარში კიდევ გაგვაგზავნეს, იქ იმჟამად გადასახლებაში, მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა ზვიად გამსახურდია. სიმღერას რომ ვიწყებდი, ზვიადი ამყვებოდა ხოლმე, ჩემთან ერთად მღეროდა... მანანა არჩვაძე ხშირად გვმასპინძლობდა, დაუვიწყარია მათთან ერთად გატარებული დღეები...

- "მწყემსური“ კიდევ ვისი შესრულებით გახსენდებათ?

- ძალიან მიხაროდა, ამ სიმღერას მონაზვნების გუნდი რომ მღეროდა, გული მივარდებოდა, ფერეიდნელი ბავშვები რომ მღეროდნენ... საბავშვო ბაღის ბავშვები ასრულებდნენ. არ არსებობდა ისეთი საბავშვო ბაღი, სკოლა, სადაც ამ სიმღერას არ მღეროდნენ, მეტი პოპულარობა რაღა შეიძლებოდა?! ყველა ასაკის ადამიანს ძალიან უყვარდა და ახლაც უყვარს... მუდმივი არაფერია, მაგრამ მგონია, ეს სიმღერა სულ ემახსოვრებათ... განაგრძეთ კითხვა