ლა ლიგის მეოთხე ტურში "ვალენსია“ გასვლაზე "ალავესთან“ 0:1 დამარცხდა.
მატჩის დასაწყისი სტუმართათვის საშინელი გამოდგა, ოზკაჯარმა ბურთი გიორგი მამარდაშვილს ცუდად დაუბრუნა და ქართველმა პირისპირ გასული მეტოქის თავდამსხმელი ლუის როხა წააქცია. მამარდაშვილმა კიკე გარსიას დარტყმული პენალტი მოიგერია, მაგრამ იქამდე საჯარიმოში "ვალენსიას“ ფეხბურთელმა დიეგო ლოპესმა შეირბინა და მსაჯმა განმეორებით შეასრულებინა თერთმეტმეტრიანი და კიკე გარსიას გიორგიმ ისევ არ გაატანინა. განაგრძეთ კითხვა