ავტორი:

შვედეთში ერაყელმა აქტივისტმა, სალვან მომიკამ ყურანს ცეცხლი კიდევ ერთხელ წაუკიდა, რასაც ქალაქ მალმოში საპროტესტო აქცია მოჰყვა - დაკავებულია ათამდე ადამიანი

შვედეთში ერაყელმა აქტივისტმა, სალვან მომიკამ ყურანს ცეცხლი კიდევ ერთხელ წაუკიდა, რასაც ქალაქ მალმოში საპროტესტო აქცია მოჰყვა  - დაკავებულია ათამდე ადამიანი

შვედეთში მომხდარი ძალადობრივი ბუნტის დროს ათამდე ადამიანი დააკავეს. მრავალი ემიგრანტით დასახლებულ შვედეთის ქალაქ მალმოში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ერაყელმა ანტიისლამურმა აქტივისტმა, სალვან მომიკამ ყურანს ცეცხლი წაუკიდა.

გაღიზიანებულმა მომიტინგეებმა ისლამური წმინდა წიგნის დაწვის შეჩერება სცადეს, რაც მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირებით დასრულდა. აქციაზე შეკრებილმა ასობით ადამიანმა რამდენიმე მანქანას, მათ შორის პოლიციისას, ცეცხლი წაუკიდა.

ივნისში სალვან მომიკამ სტოკჰოლმის ცენტრალურ მეჩეთთანაც წაუკიდა ცეცხლი ყურანს ზუსტად იმ დროს, როცა მუსლიმები ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავდნენ. შვედეთის პოლიციამ, სიტყვის თავისუფლების შვედური კანონების შესაბამისად, საპროტესტო დემონსტრაციის გამართვის ნება დართო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ინციდენტს სიძულვილის წაქეზების ბრალდებით იძიებდნენ. შვედეთმა პირობა დადო, რომ გარკვეულ გარემოებებში, ტექსტების დაწვისთვის საპროტესტო აქციების გაუქმების ლეგალურ საშუალებებს მიმართავს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა