ავტორი:

"და ვინც მიშას გზას გაყვება, დაამთავრებს როგორც მიშა" - როგორ პასუხობს თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გიგა ბოკერიას შესახებ

"და ვინც მიშას გზას გაყვება, დაამთავრებს როგორც მიშა" - როგორ პასუხობს თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გიგა ბოკერიას შესახებ

"ყველა პატრიოტთან უნდა გავაერთიანოთ სათითაოდ ჩვენი ძალები, მაგრამ იმისთვის, რომ სხვებთან გვქონდეს მისასვლელი პირი, თვითონ პარტიამ უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა და სიმტკიცე, ამავე დროს მივესალმები დებატებსაც და მუდმივ შიდა განახლებასაც. ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ბოკერიას გზასთან. ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს როგორც ბოკერია", - ასე მიმართა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს.

ყოფილი პრეზიდენტის ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა გიგა ბოკერიას მეუღლე, "ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი.

"და ვინც მიშას გზას გაყვება, დაამთავრებს როგორც მიშა. თქვენი გემოვნების საკითხია, მეგობრებო. (განულებაზე მე კომენტარს არ გავაკეთებ, არ მინდა ნულს ნიშანი მოვუგო)", - წერს ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.