რუსულმა ძალებმა დღეს დილით უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მტრის თავდასხმა, უმეტესად დედაქალაქ კიევისკენ იყო მიმართული.
"წინასწარი მონაცემებით, რუსებმა სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავიდან Tu-95MS-დან, X-101 / 555 / 55 ტიპის ფრთოსანი რაკეტები ისროლეს. ამავდროულად, იყო სხვა ტიპის, სავარუდოდ ბალისტიკური, რაკეტებიც", - განაცხადა კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ.
მისი ინფორმაციით, რუსების კუთვნილი ყველა სამიზნე, რომელიც დედაქალაქის მიმართულებით მოძრაობდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასახმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.