სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე, ანა ჰაკობიანი 6 სექტემბერს, კიევში გამართულ ყოველწლიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც მსოფლიოს პირველი პირების მეუღლეები ესწრებიან.
სამიტი უკრაინის პირველი ლედის, ელენა ზელენსკას ინიციატივით უკვე მესამე წელია იმართება. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიესალმება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
წლევანდელ სამიტს ესწრებიან დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, თურქეთის, ესპანეთის, ჩეხეთის, დანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების ლიდერების მეუღლეები, ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები, ცნობილი ჟურნალისტები და მსახიობები. სამიტის თემა ფსიქიკური ჯანმრთელობას შეეხება.
მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი არ არის მოსკოვის მოკავშირე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში.