ავტორი:

DevOps მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და მოთხოვნად პროფესიად რჩება - პროგრამა, რომელიც მის შესწავლაში დაგეხმარებათ

DevOps მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და მოთხოვნად პროფესიად რჩება - პროგრამა, რომელიც მის შესწავლაში დაგეხმარებათ

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საგანმანათლებლო სფეროში არსებულ მსოფლიოში წამყვანი ტენდენციების დანერგვას აგრძელებს. ამის მაგალითს წარმოადგენს ინფორმაციული სისტემების მართვის - DevOps სამაგისტრო პროგრამა, რომელიც რეგიონის მასშტაბით უნიკალურია.

DevOps სამაგისტრო პროგრამა მაგისტრანტებს საშუალებას აძლევს, შეისწავლონ პროგრამული უზრუნველყოფის კომპლექსური განვითარება და შესაბამისი IT ოპერაციების მართვა. პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. მის მონაწილეებს თავიანთ ცოდნას გადასცემენ დარგის წარმატებული პროფესიონალები, DevOps ინჟინრები და მეცნიერები.

BTU-ს ინფორმაციული სისტემების მართვის სამაგისტრო პროგრამა აკრედიტებულია არა მხოლოდ საქართველოში შესაბამისი ორგგანოების მიერ, არამედ Amazon Academy-ს მიერაც, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სრულად აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და მისი კურსდამთავრებულის ცოდნა თავსებადია DevOps სფეროში არსებულ მოთხოვნებთან.

ინფორმაციული სისტემების მართვა დღეს ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად სფეროდ მიიჩნევა, რომელიც მუდმივად ვითარდება და შესაბამისად, კვალიფიციურ სპეციალისტებზე მოთხოვნა იზრდება.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა საშუალებას გაძლევთ, პირდაპირი კომუნიკაცია დაამყაროთ წამყვან სპეციალისტებთან, გაეცნოთ წარმატებული ტექნოლოგიური კომპანიების მუშაობის სპეციფიკას და ითანამშრომლოთ მათთან, დაინტერესების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოთ საერთაშორისო ფონდებისა და აქსელერაციის კონკურსებში, გაიაროთ სასწავლო პროგრამაში ინტეგრირებული საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამები და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გაცვლითი პროგრამის მეშვეობით სრული დაფინანსებით ისწავლოთ ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში.

პროგრამის განმავლობაში თქვენ მიიღებთ მრავალფეროვან ცოდნას შემდეგი მიმართულებებით: AWS, Microservices, Kubernetes, CI/CD, Testing Automation, Agile, Project Management, Ansible, Rancher, Terraform, Linux, DevSecOps, MongoDB, Microsoft, Google და სხვა.

პროგრამის ღირებულება 2950 ლარია, თუმცა მაგისტრანტს შესაძლებლობა აქვს, სწავლის ნაწილის დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან მოიპოვოს. აღსანიშნავია, რომ მაგისტრანტებისთვის ხელშეკრულების გაფორმებისა და სწავლის საფასურის გადახდის ვადა არის არაუგვიანეს 14 სექტემბრისა.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს.

R