ავტორი:

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - ნახეთ უახლოესი დღეების პროგნოზი რეგიონების მიხედვით

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - ნახეთ უახლოესი დღეების პროგნოზი რეგიონების მიხედვით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 12-13 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თბილისში 11 და 13 სექტემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 12 სექტემბერს კი მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

"სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ფოთი): 11-12 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 13 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 11-12 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 13 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი. დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 11 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი, 12-13 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 11 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 12-13 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 11 და 13 სექტემბერს დღე უნალექოდ ჩაივლის, 12 სექტემბერს დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 11 და 13 სექტემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 12 სექტემბერს დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 11 სექტემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 12-13 სექტემბერს დროგამოშვებით წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 11 სექტემბერს უნალექო ამინდია ნავარაუდევი, 12-13 სექტემბერს დროგამოშვებით წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.