ავტორი:

"ღარიბაშვილი დეკლარაციის თანახმად, ძალიან გაჭირვებულად ცხოვრობდა წინა წელს. შემოსავალი არ ჰყოფნიდა... და ამ დროს გვეუბნებიან, რომ თვითმფრინავი თვითონ იქირავაო" - იაგო ხვიჩია

"ღარიბაშვილი დეკლარაციის თანახმად, ძალიან გაჭირვებულად ცხოვრობდა წინა წელს. შემოსავალი არ ჰყოფნიდა... და ამ დროს გვეუბნებიან, რომ თვითმფრინავი თვითონ იქირავაო" - იაგო ხვიჩია

მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერ - მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავის პირადი ვიზისთვის გამოყენა, ჩვენში დიდი რეზონანსი მოჰყვა. “ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძის განცხადებით, "ლელო“ პრემიერის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესს იწყებს და საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებს, ინიციატივას შეუერთდეს.

ხაზარაძის განცხადებასთან დაკავშირებით "გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ "დღის ნიუსრუმის ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ "გირჩი“ ღარიბაშვილის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს.

"ჩვენ მხარს არ დავუჭერთ იმპიჩმენტს. ჩვენ არ გვაწყობს პრემიერის იმპიჩმენტი. ოპოზიციას თუ მოგება უნდა, რეპუტაციულად ასე შერყეულ პრემიერ-მინისტრს ვერ ინატრებს. მეტი რით დაგეხმაროს "ქართული ოცნება“, როდესაც ღარიბაშვილი ჰყავს პრემიერად? ღარიბაშვილს ძველი სკანდალები მოსდევს, ასევე ახალიც, მისი ბოლო პერიოდის პოლიტიკაც დაკავშირებულია დასავლური ცივილიზაციისგან დისტანცირებაზე. ისეთი პრემიერი გვყავს, რომელიც ყველანაირად არის დაზიანებული. ამას დაემატა ის, რომ სახელმწიფო თვითმფრინავით დადის დასავლეთში ოჯახურ საქმეებზე. „ქართულმა ოცნებამ“ თავად უნდა გადააყენოს პრემიერი, იმდენად შეერყა რეპუტაცია, ოპოზიცია რატომ ვეხმარებით? ეს თანამდებობა ხომ „ქართული ოცნების“ არის? „ქართულ ოცნებას“ ჩვენ უნდა ვუთხრათ, უკეთესი პრემიერი დანიშნეო? პირობითად, ოპოზიციისთვის უკეთესი იქნება, კუჭავა რომ დანიშნონ პრემიერად? ოპოზიციას ამ თემის მხოლოდ ინიცირების უფლება აქვს იმ რაოდენობის ხმებით, რაც მაქსიმუმ შეიძლება მოაგროვოს, პრემიერი „ქართული ოცნების“ გადასაყენებელია. პრემიერი ახლა ყველაფრით ზიანდება, სალომე ზურაბიშვილთან წააგო, ბორელთან ვიზიტის დროს წააგო, თვითმფრინავის საქმეზე წააგო და მოგებით რატომ დავამთავრებინოთ, რომ ვთქვათ და მისი იმპიჩმენტი ვერ შედგა“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ“ პრემიერი თვითონ უნდა გადააყენოს, და ამაში ოპოზიციის დახმარება საჭირო არ არის.

რაც შეეხება, ღარიბაშვილს შემოსავლებსა და ხარჯებს, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ პრემიერს საკუთარი დეკლარაციით თვითმფრინავის ქირაობის შესაძლებლობა არ აქვს.

"ღარიბაშვილს საკუთარი დეკლარაციით თვითმფრინავის ქირაობის შესაძლებლობა არ აქვს. ფაქტობრივად, ძალიან გაჭირვებულად ცხოვრობდა წინა წლის განმავლობაში. თავისი შემოსავალი არ ჰყოფნიდა. და ამ დროს გვეუბნებიან, რომ თვითმფრინავი თვითონ იქირავაო.

ჩვენ ხომ კარგად გვესმის საქართველოში კორუფციის მასშტაბები და ვიცით, რომ პრემიერი 3500 ლარზე არ ცხოვრობს. ზოგადად შეუძლებელია დეპუტატის ფუნქციონირება იმ შემოსავლით, რაც მას აქვს. ეს პრემიერ-მინისტრსაც შეეხება - იგი ახლაც იტყუება, რომ თითქოს თვითმფრინავი საკუთარი ხარჯებით იქირავა".

იაგო ხვიჩიამ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

"ბორელის ვიზიტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იხილეთ ასევე: