ავტორი:

"რუსეთისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დროებითი შეჩერება კარგი იქნებოდა - აი, მაშინ ეს პატივმოყვარე სულელები "ჩაისვრიან“ - მედვედევი

"რუსეთისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დროებითი შეჩერება კარგი იქნებოდა - აი, მაშინ ეს პატივმოყვარე სულელები "ჩაისვრიან“ - მედვედევი

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დროებითი შეჩერება კარგი იქნებოდა.

აღნიშნულ განცხადებას მედვედევი Telegram-ზე აქვეყნებს.

"ჩვენთვის ევროკავშირის ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დროებითი შეჩერება და დიპლომატიური პერსონალის სამშობლოში დაბრუნება კარგი იქნებოდა. აი, მაშინ კი, ეს პატივმოყვარე სულელები ჩაისვრიან", - წერს მედვედევი.

მან ასევე განმარტა, რომ რუსეთის საელჩოების ევაკუირება გარკვეულ მოვლენებს უნდა უსწრებდეს წინ, რაც ევროპელ პოლიტიკოსებს დააფიქრებს.

„რუსეთმა ამდაგვარად უნდა მოახდინოს რეაგირება იმ ფაქტზე, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელებმა პირდაპირ უთხრეს რუსეთის მოქალაქეებს, რომ ისინი მეორეხარისხოვანი ხალხია. გასულ კვირას მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში რუსული ნომრებით ავტომობილებით შესვლისა და ზოგიერთი პირადი ნივთის, მათ შორის სმარტფონების, შეტანის აკრძალვას ეხება, „კრემლში არსებული დანაშაულებრივი აგრესიული რეჟიმის წინააღმდეგ“ კი არ არის მიმართული, ეს თითოეული რუსეთის მოქალაქისთვის სახეში შეფურთხებაა", - განაცხადა რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.