ავტორი:

არქეოლოგებმა ისრაელში ბიბლიური ადგილი აღმოაჩინეს, სადაც იესო ქრისტემ ბრმა განკურნა - "ეს მხოლოდ რწმენის საკითხი აღარ არის, ეს უკვე ფაქტია"

არქეოლოგებმა ისრაელში ბიბლიური ადგილი აღმოაჩინეს, სადაც იესო ქრისტემ ბრმა განკურნა - "ეს მხოლოდ რწმენის საკითხი აღარ არის, ეს უკვე ფაქტია"

ისრაელში არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს ბიბლიური ადგილი, სადაც, როგორც ამბობენ, იესო ქრისტემ ბრმა განკურნა. ნაპოვნია სილოამის ემბაზი, რომელიც უდაბნოში 2000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დამარხული იყო. როგორც ბიბლიური ჩანაწერები გვიყვებიან, სწორედ სილოამის ემბაზთან განკურნა იესო ქრისტემ უსინათლო.

ეს ადგილი ისრაელის სიძველეების დეპარტამენტის, ეროვნული პარკებისა და დავითის ქალაქის ფონდის მიერ წარმოებული გათხრების დროს იპოვეს. ქვეყნის ხელისუფლების თქმით, სილოამის ემბაზი საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გაიხსნება.

"დავითის ქალაქში (ბიბლიური იერუსალიმის ისტორიული ადგილი) მიმდინარე გათხრები - განსაკუთრებით სილოამის აუზის და მომლოცველთა გზის, ებრაელებისა და ქრისტიანების იერუსალიმთან თითქმის სამიათასწლოვან კავშირზე მიუთითებს",- განუცხადა საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის დირექტორმა ზეევ ორენშტაინმა Fox News-ს.

სილოამის აუზი დაახლოებით 2700 წლის წინ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII საუკუნეში, მეფე ეზეკიას მეფობის დროს აშენდა და ის იერუსალიმის წყლის სისტემის ნაწილი იყო. მშენებლებმა დავითის ქალაქის ქვეშ 1750 ფუტი (534 მეტრი) სიგრძის გვირაბი გაიყვანეს, რათა გიჰონის წყაროდან წყალი ამოეტანათ.

"იმ დროში ვცხოვრობთ, როცა ბიბლიური მემკვიდრეობის დიდი ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. იმის შესაძლებლობა, რომ ისტორიული მემკვიდრეობა და სიძველეები ზედაპირზე ამოვიტანოთ, ვუყუროთ და შევეხოთ მათ, ამ ადგილებზე ვიაროთ, ეს მხოლოდ რწმენის საკითხი აღარაა, ეს უკვე ფაქტია, რომელიც აქ, დავითის ქალაქში აღმოვაჩინეთ", - განაცხადა ზეევ ორენშტაინმა.

წყარო: wionews

მოამზადა: ანა სიბოშვილმა