ავტორი:

2023 წლის 6 თვეში ქორწინების 10 366 და განქორწინების 6 828 შემთხვევაა რეგისტრირებული - "საქსტატი"

2023 წლის 6 თვეში ქორწინების 10 366 და განქორწინების 6 828 შემთხვევაა რეგისტრირებული - "საქსტატი"

"საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის პირველ 6 თვეში ქორწინების 10 366 და განქორწინების 6 828 შემთხვევაა რეგისტრირებული.

რეგიონების მიხედვით, როგორც ქორწინების (3 057), ისე განქორწინების (2 332) მაჩვენებლით თბილისი ლიდერობს. მეორე ადგილზეა იმერეთი ქორწინების 1 614, ხოლო განქორწინების 1 182 მაჩვენებლით.

სხვა რეგიონების მონაცემები კი ასეთია: ქვემო ქართლი - ქორწინება 1304, განქორწინება 651; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - ქორწინება 987, განქორწინება 541; კახეთი - ქორწინება 777, განქორწინება 479; გურია - ქორწინება 289, განქორწინება 168; მცხეთა-მთიანეთი - ქორწინება 201, განქორწინება 118. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - ქორწინება 87, განქორწინება 48; სამეგრელო და ზემო სვანეთი - ქორწინება 950, განქორწინება 754; სამცხე - ჯავახეთი - ქორწინება 428, განქორწინება 144; შიდა ქართლი - ქორწინება 672, განქორწინება 411.