ავტორი:

"ჩემი მარაგი" - საოჯახო მარაგები ონლაინ სერვისით

"ჩემი მარაგი" - საოჯახო მარაგები ონლაინ სერვისით

„ჩემი მარაგი“ წარმოადგენს საოჯახო მარაგების ონლაინ მაღაზიას, რომელიც მომხმარებელს 250 - მდე დასახელების ჩირეულს, თხილეულს, მარცვლეულს, ბურღულეულსა და სანელებლებს სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებებთან ერთად. ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო ხარისხის პროდუქტებს ქვეყანაში უკონკურენტო ფასად. საუკეთესო ონლაინ შეძენის გამოცდილება იქმნება ხელით ნარჩევი პროდუქტების სახლის კარამდე მიტანის სერვისით, რომელიც მოიცავს ნებისმიერი მოცულობის შეკვეთის შესაძლებლობასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო მიწოდებას.

ბრენდის დაპირებას წარმოადგენს ონლაინ შეძენის უპირატესობები, რომელიც განისაზღვრება დაზოგილი დროის, ენერგიის, ბიუჯეტისა და სერვისების სიმარტივით.

„ჩემი მარაგი“ - ის ონლაინ მაღაზიაში გაცილებით სწრაფად ხდება პროდუქციის დათვალიერება და ფასის გადამოწმება, ვიდრე სასურსათო მაღაზიებში ფიზიკური მომსახურების პროცესში, ასევე განსაკუთრებით კომფორტულია უფასო მიწოდების სხვადასხვა ვარიანტის შერჩევა ინდივიდუალური გრაფიკის შესაბამისად და ნებისმიერი მოცულობის შეკვეთის გაფორმების შესაძლებლობა.

ასორტიმენტში განთავსებულია ეგზოტიკური და ენდემური კატეგორიის პროდუქტები: ნიგოზი, ფსტა, ქეშიუ, მაკადამია, კასტანია, პეკანი, ვაშლი, ლეღვი, გარგარი, მანგო, ქოქოსი, ანანასი და მარაკუია. ასევე განთავსებულია ყოველდღიურად მოხმარებადი პროდუქტები ბურღულეულისა და მარცვლეულის კატეგორიებში, ხოლო ჯანსაღი კვების მოყვარულებს დახვდებათ ე.წ სუპერფუდებიც - ჩიას თესლი, სელის თესლი, თეთრი კინოა, ყვითელი კუსკუსი და სხვა.

აღნიშნულ უპირატესობებთან ერთად, მომხმარებლები მიიღებენ გადარჩეულ პროდუქტსა და უფასო მიწოდების სერვისს ყოველგვარი ლიმიტების გარეშე.

ბრენდის დაპირება - რჩეული ხარისხი, რჩეული გამოცდილება - განსაზღვრავს გამორჩეულ ხარისხსა და ონლაინ შეძენის საუკეთესო გამოცდილებას, რომელიც იწყება ხელით ნარჩევი პროდუქციით და გრძელდება სახლის კარამდე უფასო მიწოდებით - ნებისმიერი მოცულობის შეკვეთაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

032 2 42 47 97

www.chemimaragi.ge

www.facebook.com/chemimaragi

R