ავტორი:

"საფრთხის შემთხვევაში რუმინეთი რუსულ დრონებს ჩამოაგდებს" - რას აცხადებს რუმინეთის თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე?

"საფრთხის შემთხვევაში რუმინეთი რუსულ დრონებს ჩამოაგდებს" - რას აცხადებს რუმინეთის თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე?

საფრთხის შემთხვევაში რუმინეთი რუსულ დრონებს ჩამოაგდებს, - ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელის მოადგილემ გეორგიცა ვლადმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ დუნაიზე რუმინეთის ტერიტორიის სიახლოვეს უკრაინულ პორტებზე რუსეთის ხშირი თავდასხმების გამო რუმინეთმა დუნაის დელტაში დაახლოებით 600 სამხედრო მოსამსახურე და რადიოლოკაციური სისტემები განათავსა.

"რამდენიმე რადარი განვათავსეთ, თავდაცვის სისტემა გააქტიურებული გვაქვს და ნატო-ში მოკავშირეებთან ერთად გადაწყვეტილებები განვიხილეთ იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსეთის აგრესიას“, - განაცხადა ვლადმა.

მან არ გამორიცხა, რომ საჭიროების შემთხვევაში რუმინეთი რუსული დრონების წინააღმდეგ საჰაერო თავდაცვის სისტემებს გამოიყენებს.

“საფრთხის დონიდან გამომდინარე, მზად ვართ ყველა არსებული სამხედრო საშუალება გამოვიყენოთ რუმინეთის ტერიტორიის დასაცავად,” - განაცხადა ვლადმა.