ავტორი:

აჭარის რეკლამა თბილისის მეტროსადგურებში, გაჩერებებსა და რადიოსადგურებში

აჭარის რეკლამა თბილისის მეტროსადგურებში, გაჩერებებსა და რადიოსადგურებში

შიდა ტურიზმის სტიმულირების სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში” აქტიურად მიმდინარეობს. კამპანიის ფარგლებში აჭარის ტურისტული ადგილებისა და მიმართულებების შესახებ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ კონტენს 20 მილიონზე მეტი წვდომა აქვს. ამ ეტაპზე, პროექტში 50-მდე მონაწილეა რეგისტრირებული. პროექტის მიმდინარეობის, მონაწილეებისა და მასში რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიღება followajara.com- -ზეა შესაძლებელი.

სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ აგვისტოში დაიწყო და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ის ქართველ ბლოგერებს, მოგზაურებს, ინფლუენსერებს, ფოტოგრაფ/ვიდეოგრაფებს, ცნობილ სახეებს საშუალებას აძლევს იმოგზაურონ აჭარაში და მოიგონ კამპანიის მთავარი პრიზი 100, 000 ლარი. კამპანიის მიზანი აჭარის, როგორც მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა შიდა ტურისტების რეგიონში მოზიდვის მიზნით ასევე აქტიური სარეკლამო კამპანია აწარმოა პოპულარულ რადიოსადგურებში, რომელთა ეთერებშიც რეგიონში მოგზაურობის მასტიმულირებელი აუდიორგოლები მთელი ზაფხულის განმავლობაში ტრიალებდა. აჭარის ტურისტული ადგილების საიმიჯო ფოტოებით იყო დაბრენდილი თბილისის ცენტრალური მეტროსადგურები, ავტობუსის გაჩერებები და ბილბორდებიც.

NS