ავტორი:

"ამერიკული სანქციების გვერდის ავლა იწვევს უფრო მძიმე სანქციებს, რომელიც რიგით მოქალაქეებს შეეხებათ... ნათია თურნავა ხარ, თუ ვინც ხართ, გააუქმე ბრძანება" - ნინო ლომჯარია

"ამერიკული სანქციების გვერდის ავლა იწვევს უფრო მძიმე სანქციებს, რომელიც რიგით მოქალაქეებს შეეხებათ... ნათია თურნავა ხარ, თუ ვინც ხართ, გააუქმე ბრძანება" - ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში ეხმაურება სანქციებთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის ახალგ ბრძანებას. მისი თქმით, ამერიკული სანქციების გვერდის ავლა ქვეყნის საბანკო სისტემის მიერ იწვევს გარდაუვალ და უფრო მძიმე სანქციებს, რომელიც მთლიანად საბანკო სისტემას, ბიზნესსა და რიგით მოქალაქეებს შეეხებათ.

"მოკლედ, რა იქნება ამის შემდეგ: ამერიკული სანქციების გვერდის ავლა ქვეყნის საბანკო სისტემის მიერ იწვევს გარდაუვალ და უფრო მძიმე სანქციებს. ეს სანქციები უკვე შეეხებათ არა მხოლოდ ფარცხალაძისნაირ რუსეთის აგენტებს, არამედ, მთლიანად საბანკო სისტემას, ბიზნესს, რიგით მოქალაქეებს.

ის რომ ევროკავშრის სტატუსი ცხვირწინ გამოგვაცალეს არ ეყოთ და ახლა იზოლირებულ და დასანქცირებულ ქვეყნად უნდათ რომ გვაქციონ! ნათია თურნავა ხარ თუ ვინც ხართ მანდ საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia დროზე გააუქმეთ ეგ სამარცხვინო ბრძანება სანამ მოთმინება გვყოფნის, რუსეთის აგენტებს გადაგაყოლებინებთ ახლა ზუსტად ამ ქვეყანას და ჩვენი შვილების მომავალს! სამარცხვინოებო თქვენ!" - ჯერ ლომჯარია.

ცნობისთვის, ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს ბანკებში ანგარიშებზე წვდომა აღუდგება. ეროვნულმა ბანკმა ახალი გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. კერძოდ, ამ გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სანქციები არ გავრცელდება საქართველოს მოქალაქეზე თუ მის მიმართ ქართული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ არის დამდგარი.