ავტორი:

რუსეთი საქართველოსთან საბორნე მიმოსვლის დაწყებას გეგმავს

რუსეთი საქართველოსთან საბორნე მიმოსვლის დაწყებას გეგმავს

რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტ ვლადიმერ პადალკოს თქმით, რუსეთს, საქართველოსა და თურქეთთან საბორნე მიმოსვლის დაწყება იგეგმება - ამის შესახებ მან რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

"ვისაუბრეთ თურქეთი-საქართველო-რუსეთის საბორნე მომსახურებაზე საზღვაო სფეროში. ახლა 150 მანქანაზე და 300 მგზავრზე გათვლილი ბორანი ამოქმედდება, რომელიც თითქმის მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს“,- ამბობს ვლადიმერ პადალკო.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის საკითხი.

"თუ მოვახერხეთ სარკინიგზო კომუნიკაციის აღორძინება, შეგვიძლია გამოვიყენოთ ახალი მარშრუტი, რომელსაც ინგუშეთი გვთავაზობს ან აღვადგინოთ ძველი მარშრუტი აფხაზეთის გავლით, რაც მნიშვნელოვანი მომენტი იქნება“, - განაცხადა პადალკომ. წყარო