ავტორი:

რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები დაიღუპნენ

რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები დაიღუპნენ

არაღიარებულ მთიან ყარაბაღში 20 სექტემბერს რუსი ჯარისკაცების მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და ისინი დაიღუპნენ. „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

ინციდენტი მოხდა „რუსული სამშვიდობო კონტინგენტის დაბრუნების დროს, სადამკვირვებლო პუნქტიდან ჯანიატაგის დასახლების ზონაში“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

„რია ნოვოსტის“ ცნობებით, დაბომბვა განხორციელდა მცირე ზომის იარაღიდან. ვისი მხრიდან გაიხსნა ცეცხლი, უცნობია. უწყებაში ასევე არ აკონკრეტებენ, რამდენი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა მანქანაში.

„ინციდენტის ყველა გარემოების გარკვევის მიზნით ადგილზე მუშაობენ საგამოძიებო ორგანოების რუსეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლები“ - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.