ავტორი:

"ისევ თურქეთში ვართ, ქიმიიდან-ქიმიამდე... ველით, როდის დასრულდება მკურნალობის კურსი" - როგორია სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა: რას ამბობს მისი მეუღლე?

"ისევ თურქეთში ვართ,  ქიმიიდან-ქიმიამდე... ველით, როდის დასრულდება მკურნალობის კურსი" - როგორია სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა: რას ამბობს მისი მეუღლე?

მსახიობი და სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, აგვისტოს შემდეგ თურქეთში იმყოფება, სადაც მორიგ მკურნალობის კურსს გადის. როგორია ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარება, ამ თემაზე Ambebi.ge ბატონ სოსოს მეუღლეს, ირმა ჯაჭვლიანს თურქეთში დაუკავშირდა.

ირმა ჯაჭვლიანი:

- ახლა თურქეთში ვართ, აგვისტოს შუა რიცხვებში წამოვედით და იმის მერე აქ ვართ. არ მინდა წინასწარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი, რადგან ეს ისეთი დაავადებაა, დაზუსტებით არც იცი, რა მოხდება. ჯერჯერობით, ნორმალურად ვართ, ყველაფერი ნორმალურად არის, მაგრამ საბოლოოდ, არ ვიცი...

- კლინიკაში წევს ბატონი სოსო?

- კლინიკაში ცხოვრება და იქ ყოფნა ძალიან ძვირი ჯდება. ერთი ღამე 1000 ევრო ღირს და შეუძლებელია იქ გაჩერება. იაფიანი ბინა გვაქვს ნაქირავები და აქ ვცხოვრობთ, საჭიროების შემთხვევაში, მივდივართ ხოლმე კლინიკაში.

- როგორ გრძნობთ თავს ბატონო სოსო, როგორ განწყობაზეა?

- მხნედ არის, სოსოს ის მომენტი არ ჰქონია, რომ დეპრესიულად ყოფილიყო. ქიმიიდან-ქიმიამდე ვართ, მოლოდინის რეჟიმში, როდის დასრულდება მკურნალობის კურსი.

- ფინანსური მდგომარეობა როგორი გაქვთ, ვინ გეხმარებათ?

- არ მინდა, ამ თემაზე საუბარით ვინმე უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო.

წაიკითხეთ ასევე: