ავტორი:

8 ცნობილი ქართველის სკანდალური პირადი ცხოვრება - საჯარო დაშორებები, ხანმოკლე ქორწინება და წლების შემდეგ გამჟღავნებული ძალადობა

8 ცნობილი ქართველის სკანდალური პირადი ცხოვრება - საჯარო დაშორებები, ხანმოკლე ქორწინება და წლების შემდეგ გამჟღავნებული ძალადობა

ამ ადამიანებს საზოგადოება კარგად იცნობს, რადგან მათზე ყველაზე ხშირად იწერება ყვითელ მედიაში სტატიები. მათი პროფესიები განსხვავებულია, პირადი ცხოვრება კი საჯარო. გადავხედოთ ბოლო წლების ყველაზე სკანდალურ ქართველებს, რომელთა პირად ცხოვრებაზეც ყველაზე მეტი სტატიები დაიწერა ქართულ მედიაში...

თათია შარანგია, პიანისტი, ტელეწამყვანი

პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია, ბოლო ერთი წლის მანძილზე მედიაში ყველაზე განხილვად ფიგურად იქცა. შარანგიამ მესამედ, ზაფხულში ჯარჯი თორაძეზე იქორწინა. ცოტა ხნის წინ კი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც წერდა, რომ ჯარჯის შორდებოდა. მართალია, საჯაროდ ამ თემაზე აღარ უსაუბრია, მაგრამ მეორე დღეს სტატუსი წაშალა და ბოლო ინფორმაციით, წყვილი შერიგდა.

თათიას პირველი მეუღლე ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი, ლაშა შევარდნაძე იყო. მათი ოჯახური თანაცხოვრება სამ წელიწადს გაგრძელდა. ამ ქორწინებიდან თათიას ჰყავს ორი შვილი, ედუარდი და ალექსანდრე შევარდნაძეები. თათია შარანგია მეორე მეუღლეს, სანდრო შელიას შარშან აგვისტოში ათწლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა, წყვილს საერთო ვაჟი ჰყავს.

მიხეილ სააკაშვილი, ექსპრეზიდენტი, პოლიტიკოსი

მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ ჯერ კიდევ მისი ხელისუფლებაში ყოფნისას იწერებოდა, თუმცა ექსპრეზიდენტის გვერდით საჯარო შეხვედრებზე ყოველთვის იდგა მისი მეუღლე სანდრა რულოვსი. ორი წლის წინ, როდესაც სააკაშვილი საქართველოში დააკავეს, ექსპრეზიდენტის ციხეში ჩაჯდომა მისი პირადი ცხოვრების შესახებ გამოქვეყნებულმა სკანდალურმა ვიდეომ გადაფარა.

უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო სააკაშვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოში აცხადებდა, რომ ოჯახი შექმნეს. რამდენიმე თვეში სააკაშვილმა ციხიდან წერილი გამოაქვეყნა, სადაც მისი და მომღერალ სოფო ნიჟარაძის საერთო შვილზე, ალისაზე საუბრობდა. ასევე რამდენიმე თვეში ცნობილი გახდა, რომ ექსპრეზიდენტისგან შვილი ლიზა იასკომაც გააჩინა.

ორი თვის წინ სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა სტატუსი, სადაც წერდა, რომ ის და სოფო ნიჟარაძე შერიგდნენ. მოგვიანებით სტატუსი წაიშალა. ვინ არის ახლა ექსპრეზიდენტის გვერდით, უცნობია, რადგან ლიზა იასკო წელიწადზე მეტია საქართველოში მეუღლის სანახავად აღარ ჩამოსულა.

ალექსანდრა პაიჭაძე, მოდელი, ტელეწამყვანი

ალექსანდრას პირადი ცხოვრება მედიისთვის მას შემდეგ გახდა განსაკუთრებულად საინტერესო, რაც გავრცელდა ჭორი, რომ ახალი სიყვარული ეწვია. კაცი ცნობილი ბიზნესმენი დათო კოდუა აღმოჩნდა, რომელიც ჯერ კიდევ ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა. მალე ალექსანდრამ კოდუასთან რომანი ჩვენთან ინტერვიუში დაადასტურა და წყვილს საერთო ქალიშვილი შეეძინა. მათი დაშორების შესახებ ჭორები ხშირად ვრცელდებოდა, თუმცა ქალი არასოდეს ადასტურებდა, რომ ის და კოდუა ერთად აღარ ცხოვრობდნენ.

ორი კვირის წინ, სოციალურ ქსელში დათო კოდუას ახალი ფოტო გამოჩნდა, რომელიც ყოფილ მეუღლესთან ერთად იყო გადაღებული. ალექსანდრამ კიდევ ერთხელ შეიკავა თავი კომენტარისგან, თუმცა კოდუას დედამ, ლაურა ღაჭავამ ambebi.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი შვილი ცოლს არასოდეს დაშორებია და ალექსანდრას „შემთხვევითი“ ქალი უწოდა.

ნეკა დოროყაშვილი, მოდელი

ნეკა დოროყაშვილი საზოგადოებამ როგორც ცნობილი ჩოგბურთელის ნიკა ბასილაშვილის მეუღლე გაიცნო. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა, საცხოვრებლად კი ევროპაში გადავიდნენ. შეეძინათ საერთო შვილი, ვაჟი... 2020 წელს ცნობილი გახდა, რომ წყვილი განქორწინდა. ქალი ყოფილ ქმარს ძალადობაში სდებდა ბრალს და საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა.

ორი წლის მანძილზე მედია აქტიურად აშუქებდა დოროყაშვილი-ბასილაშვილის სასამართლოს ამბავს. ქვეყნდებოდა სკანდალური სტატიები, სადაც სასამართლოში მიცემული ჩვენების საფუძველზე ოჯახური თანაცხოვრებიდან შოკისმომგვრელი ფაქტები იწერებოდა.

მაგალითად, ერთ-ერთ ჩვენებაში დოროყაშვილი ყვებოდა: „ჩემი დედამთილი ბავშვს ეუბნებოდა: შენ დედიკოს ჭუჭყიან მუცელში იჯექიო… ნიკოლოზის მხრიდან იყო ქართველ გოგონასთან ღალატის ამბავიც...“

დოროყაშვილმა სასამართლოში საქმე წააგო, თუმცა ყოფილი ქმრის წინააღმდეგ დავას აგრძელებს.

გიორგი ყიფშიძე, მსახიობი

ორი თვის წინ, ცნობილი გახდა, რომ გიორგი ყოფშიძე მესამე ცოლს დაშორდა. თუმცა ამ ამბის გასაჯაროებამდე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ მსახიობის მეუღლე მუსიკალურ ფესტივალზე მკერდზე მამაკაცს კოცნიდა. ვიდეოს იმხელა გამოხმაურება მოჰყვა, რომ გიორგის დამ, ლენუკამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ენი გასიევა მათი რძალი აღარ იყო.

მოგვიანებით გაირკვა, რომ გასიევა და ყიფშიძე, რომლებიც ორ საერთო შვილს ზრდიდნენ, რამდენიმე თვის დაშორებულები იყვნენ, თუმცა ქალი ბინის არქონის გამო, ისევ ყოფილ ქმართან ცხოვრობდა. მომხდარის შემდეგ ანიმ გიორგის სახლი დატოვა და საცხოვრებლად მეგობართან გადავიდა. საერთო შვილები კი ჯერჯერობით მამასთან რჩებიან.

გიორგის პირველი ქორწინებიდან კრისტი ყიფშიძესთან, ქალიშვილი ნატალია ჰყავს, მეორე ქორწინებაში ანი ჩიკვილაძესთან კი ვაჟი, ალექსანდრე. ასევე სკანდალური იყო დაშორება ორივე მეუღლესთან. ცნობილია, რომ კრისტის ერთ-ერთი ცნობილი მსახიობი ქალის გამო დაშორდა, ანას კი ცნობილი მოცეკვავის გამო.

ლელა კილაძე, ვიზაჟისტი

ამ სტატიის გმირებზე წერისას რიგითობა რომ დაგვეცვა, ალბათ პირველ ადგილზე ლელა კილაძე გავიდოდა. რადგან ის ერთ-ერთი ლიდერია, რომლის პირადი ცხოვრება და რომანები ყველაზე ხშირად ხდება განხილვის თემა.

ლელა კილაძეს პირველი ქორწინებიდან ორი ვაჟი ჰყავს. მის შესახებ საზოგადოებამ მაშინ გაიგო, როდესაც თბილისის მაშინდელი მოქმედი მერი მეუღლეს, თაკო ცაგურიას გაშორდა და ლელაზე იქორწინა. მალე კიდევ ერთი ვაჟი შეეძინა მეორე ქორწინებიდან. წყვილის დაშორების შესახებ ოფიციალურად გიგი უგულავამ ოცნების ხელისუფლების დროს, ციხეში ყოფნისას განაცხადა. მაშინ რეალურად დადასტურდა ჭორი, რომ ლელას გუკა რჩეულიშვილთან ჰქონდა ურთიერთობა და ცოლად მიჰყვებოდა. მალე ისინი ერთად საზოგადოების წინაშე გამოჩნდნენ და საერთო შვილი თრინითი შეეძინათ.

ლელამ და გუკამ თანაცხოვრება რამდენიმე თვის წინ დაასრულეს, როდესაც ლელა გიორგი ცაგარელთან ერთად გამოჩნდა. მუსიკოსი მანამდე რამდენიმე წლის განმავლობაში ლიზა ბაგრატიონთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა ლელასთან რომანამდე წყვილი უკვე დიდი ხნის დაშორებული გახლდათ.

შორენა ბეგაშვილი, მოდელი, ინფლუენსერი, ტელეწამყვანი

შორენა ბეგაშვილის გარშემო ჭორები მისი საზოგადოებაში გამოჩენის დღიდან არ წყდება. წლებია, რაც ინარჩუნებს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული პერსონის იმიჯს, რომელსაც მედიაში კარგად კითხულობენ. პოპულარული შორენა პირველ მეუღლესთან უკვე გაშორებული იყო და ერთი ქალიშვილი ჰყავდა. მალევე ცნობილი გახდა, რომ სამეფო სახლის წარმომადგენელს დავით ბაგრატიონს ხვდებოდა, რომელიც მასზე ფიზიკურადაც კი ძალადობდა. შემდეგ მის ცხოვრებაში ბიზნესმენი ნანაძე გამოჩნდა, რომელზეც ქალმა ოფიციალურად იქორწინა. დაშორების შემდეგ შორენა იხსენებდა, რომ როდესაც შვილი ევა თურქეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იწვა, საყვარელი მამაკაცი სხვებთან ფლირტით იყო დაკავებული.

შორენას საჯარო რომანებიდან სკანდალური აღმოჩნდა სასიყვარულო ურთიერთობა კანონიერ ქურდ ლაშა ბარათელთან, რომელთან შესახვედრადაც ქალი სპეციალურად ევროპაში ჩადიოდა. ეს ურთიერობა ლამის ქორწინებამდე მივიდა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ბარათელი და ბეგაშვილი დაშორდნენ. ბოლო ინფორმაციით, შორენას რომანი აქვს ერთ-ერთ ცნობილ ქართველ ბიზნესმენთან, თუმცა მოდელი დიდი ხანია რაც მედიასთან პირად ცხოვრებაზე აღარ საუბრობს.

შალვა რამიშვილი, ტელეწამყვანი

PosTV-ის დამფუძნებელი შალვა რამიშვილი ახლახანს მესამედ დაოჯახდა. ქორწილის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში მეგობრებმა გამოაქვეყნეს. ტელეწამყვანის რჩეული მარიამ ტარიელაშვილია. ქალი ერთ-ერთ სატელეკომუნიკაციო კომპანიაში მუშაობს.

შალვა რამიშვილის პირადი ცხოვრება სკანდალებით არის სავსე. ქალები მას არაერთხელ სდებდნენ ბრალს ძალადობაში. თუმცა მესამე ქორწინებამდე ტელესახე ორჯერ უკვე იყო დაოჯახებული. პირველი მეუღლე თეა აბაშმაძე გახლდათ, რომელთანაც სამი ვაჟი ჰყავს. თეას ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაშორდა და ხატია ეკიზაშვილზე იქორწინა.

ეკიზაშვილი ქართული ნაციონალური ბალეტის "სუხიშვილების“ მენეჯერია. მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ერთი შეხედვით წყვილი ბედნიერად ცხოვრობდა. შეეძნათ ერთი საერთო შვილი ალექსანდრე. თუმცა ამ ქორწინებამ რამდენიმე წელი გაძლო და წყვილი ოფიციალურად დაშორდა.