ავტორი:

"ბერაია არც გაბედო, ხმა ჩაიწყვიტე! შენი ტოლი და სწორი ნახე და იქ იყმუვლე, რეგვენო შენ!" - ეკა ხერხეულიძე "ქართული ოცნების“ დეპუტატს

"ბერაია არც გაბედო, ხმა ჩაიწყვიტე! შენი ტოლი და სწორი ნახე და იქ იყმუვლე, რეგვენო შენ!" - ეკა ხერხეულიძე "ქართული ოცნების“ დეპუტატს

ბერაია არც გაბედო, ხმა ჩაიწყვიტე, შე რეგვენო! შენი ტოლი და სწორი ნახე და იქ იყმუვლე, შე, რეგვენო, შენ! - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ პლენარულ სხდომაზე, უმრავლესობის დეპუტატს, ირაკლი (დაჩი) ბერაიას.

დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ხერხეულიძის განცხადებას მოყვა, სადაც ის მმართველი პარტიის დეპუტატებს მიმართავდა და აცხადებდა, რომ უმრავლესობასა და ოპოზიციაში ყოფნის საკითხი მონაცვლეობითი ამბავია.

"კოლეგებო, რომლებიც უმრავლესობაში ბრძანდებით, ეს არის მონაცვლეობითი ამბავი. ოდესღაც ჩვენ ვისხედით მაგ მხარეს და აქეთ იყო ოპოზიცია. თქვენც აუცილებლად შეიცვლებით. ბერაია არც გაბედო, ხმა ჩაიწყვიტე, შე, რეგვენო! შენი ტოლი და სწორი ნახე და იქ იყმუვლე, შე, რეგვენო, შენ! ყოველთვის იცოდეთ, რომ ეს არის ძალიან მონაცვლეობითი დამოკიდებულება. ეს არ არის კაცის საქციელი, როცა ერთ ადამიანს ნახავთ, შეესევით, ხან უკნიდან ჩაარტყამთ და გგონიათ, რომ ბოსს ასიამოვნებთ. ეს არ არის არც კაცური, არც ადამიანური და მითუმეტეს, არც დეპუტატს შეეფერება. ყველანი ოდესმე მოხვდებით უმცირესობაში და მაშინ იქნებით იმ ხალხის დასაცავი, ვინც დღესაა უმცირესობაში“, - განაცხადა ხერხეულიძემ.