ავტორი:

"უმაგრესი ხარ ნინო!! ასეა, სიმკაცრეში და დისციპლინაში იდება დიდი შედეგები" - რას წერს თამარ ივერი ნინო სუხიშვილის ვიდეოზე?

"უმაგრესი ხარ ნინო!! ასეა, სიმკაცრეში და დისციპლინაში იდება დიდი შედეგები" - რას წერს თამარ ივერი ნინო სუხიშვილის ვიდეოზე?

"ან ცეკვავ ისე, როგორც მოვითხოვ, ან საერთოდ არ ცეკვავ, მიდიხარ ჩემგან…“ - ამ სიტყვებს ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი მოცეკვავეებს ეუბნება. ვიდეოს სოციალურ ქსელში ანსამბლის ოფიციალური გვერდი ავრცელებს... აღნიშნულ ვიდეოს სოციალურ ქსელში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. უამრავმა ადამიანმა გააზიარა, რომლებიც წერენ, რომ ანსამბლის ხელმძღვანელი მოცეკვავეებს უყვირის და შეურაცხყოფას აყენებს...

ნინო სუხიშვილი:

- ჩვენთან არამარტო გარეგნობას აქვს მნიშვნელობა, სიგამხდრეს, სიმაღლეს, გასაგებია, შეიძლება დაბალი ბიჭი იყოს „ტრიუკაჩი“ და ეს მოსულა და რა თქმა უნდა, აქაც მნიშვნელობა აქვს ტექნიკურობას და ცეკვის ცოდნას. ასევე ჩაცმა უნდა იცოდეს. ან ცეკვავ ისე, როგორც მოვითხოვ, ან საერთოდ არ ცეკვავ, მიდიხარ ჩემგან… საშუალო მოცეკვავე აქ არ მინდა... 4 წუთი არის მაქსიმუმი, ძალიან ბევრი რომ გამოიცვალო, საკმარისი დროა. ორწუთნახევარში იცვლის ხალხი, ილოურში და სამაიაში, როცა საჭიროა.

ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი ნეგატიური კომენტარი მოჰყვა. განსხვავებული პოზიცია აქვს საოპერო მომღერალს, თამარ ივერს, რომელის სოციალურ ქსელში ნინო სუხიშვილის გამამხსნევებელ პოსტს აქვეყნებს:

"უმაგრესი ხარ ნინო!! ასეა,სიმკაცრეში და დისციპლინაში იდება დიდი შედეგები! მახსოვს, მეც "ქართული დისციპლინით" ჩავედი თავიდან ევროპის თეატრებში...რეპეტიციებზე ვაგვიანებდი, რა ტემპშიც მინდოდა ისე ვმღეროდი, როგორც მე მინდოდა სცენაზე. ისე ვიცვამდი, დირიჟორის მოთხოვნებს ერთი ყურიდან მეორეში ვუშვებდი და ...მათი უკომპრომისო სიმკაცრით (მახსოვს დარბაზის კარებიც ჩამიკეტეს მხოლოდ 5 წუთი რეპეტიციაზე რომ დავაგვიანე) და 2-3 თვეში უკვე, მოწოდების სიმაღლეზე ვიდექი!!! რატომ იყვნენ სპარტანელები ყველაზე მაგრები და ამტანები?...

სწორედ მათი სასწაულად გამორჩეული დისციპლინის გამო! ასე რომ, შეეგუეთ და ნუ მოთქვამთ დიქტატურაზე...დიდი საქმეები სწორედ ასეთი მიდგომით მიიღწევა. რომ ხართ აღფრთოვანებული დიდი სპორტსმენების და ხელოვანების მიღწევების ყურებით...იქ ისიც იცოდეთ, რომ ყოველ მათგანს ოდესღაც მისი "ნინო სუხიშვილი" ჰყავდა ზედამხედველად!" - წერს ივერი.