ავტორი:

"თანამშრომლებსაც ისე ვეჩხუბები, როგორც გიგას - როცა ნაწყენი ვარ..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ნინო სუხიშვილის ვიდეოსთან დაკავშირებით

"თანამშრომლებსაც ისე ვეჩხუბები, როგორც გიგას - როცა ნაწყენი ვარ..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ნინო სუხიშვილის ვიდეოსთან დაკავშირებით

რამდენიმე დღეა, საზოგადოების განხილვის საგანია ვიდეო, სადაც ჩანს, რომ "სუხიშვილები" ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი მოცეკვავეებს მკაცრად ესაუბრება და იმ წესებს უხსნის, რომელიც ანსამბლის მოცეკვავემ უნდა დაიცვას. ნინო სუხიშვილი მკაცრი ტონის გამო ბევრმა გააკრიტიკა, ბევრმაც დაიცვა. მიიჩნევენ, რომ მსგავსი სიმკაცრის გარეშე დისციპლინა ვერ მიიღწევა.

თემას ეხმიანება "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი და საზოგადოებას თავისი, როგორც ხელმძღვანელის გამოცდილებას უზიარებს:

"მე ძალიან მინდა, რომ ადამიანებმა ვინც მენეჯერებს სიხისტის გამო საყვედურობენ, თავად სცადონ პროცესის მენეჯმენტი. მაგალითად, სცადონ გამოსცენ ყოველკვირეული, 80-გვერდიანი, ანალიტიკური, ხარისხიანი ჟურნალი და შეუქმნან რეპუტაცია ისე, რომ ხმას არ აუწიონ. არანაირი სურვილი არ მაქვს დარტყმის ქვეშ დადგეს ჩემი და ჩემი პროდუქტის პროფესიონალური რეპუტაცია, ამაში ვდებ ყველაფერს და ცხადია, ყველაფერს მირჩევნია, რომ პროცესი ისე წავიდეს, ყველამ კეთილსინდისიერად და პირნათლად შეასრულოს მოვალეობა და რეპუტაციას, წარმატებას, საფრთხ ეარ შეექმნას.

მაგრამ ცხოვრება და ოცნება განსხვავებულია.

მენეჯერის რეპუტაცია საფრთხის წინაშე ხშირად დგება რომელიმე თანამშრომლის შეცდომის, არაკეთილსინდისიერების, უდისციპლონობის, გულგრილობის გამო. და კი, ყვირი …მე ვყვირი.

ცალკე საკითხია მიდგომა. რას გინდა მიაღწიო ამ ყვირილის შედეგად? ბრაზი გამოხატო, ორთქლი გამოუშვა … უბრალოდ გასაგები გახადო რომ რაღაც მ ი უ ღ ე ბ ე ლ ი ა და შენც ადამიანი ხარ და შენი და შენი პროდუქტის რეპუტაციას გაუფრთხილდნენ. თუ ადამიანის დამცირებით კაიფობ!

დამცირებული თანამშრომლებით კომპანია წარმატებას ვერ მიაღწევს. დამცირებული ადამიანი ნაჭუჭში იკეტება და იდეეები აღარ მოსდის, თუ მოსდის გამოხატვა ეშინია, ხალისს, ენთუზიაზმს კარგავს.

სად გადის ზღვარი?

მე ვიცი ჩემთვის სად გადის ზღვარი - თანასწორობაზე. თანამშრომლებსაც ისე ვეჩხუბები, როგორც გიგას - როცა ნაწყენი ვარ.

მე არ ვიცი ეს კარგია, ცუდია, თუ როგორია - რეცეპტს ვერავის გამოვუწერ. მაგრამ ვიცი, რომ ტაბულა წარმატებულია და ვისაც ტაბულაში უმუშავია, შეიძლება ახლა ძალიან არ ვუყვარდეთ და არ გვეთანხმებოდეს - მაგრამ რეპუტაციულ ლაქად არ დარჩენია, პირიქით, უმეტესობას გამოცდილება გამოადგა კარიერაში.

პ.ს. ნინო სუხიშვილზეა ამბავი და რატომღაც ბავშვების ბულინგი ირჩევა ცეკვის სტუდიებში - სხვადასხვა რამეა ეგ და არარელევანტურია საბავშვო ცეკვის სტუდიების მაგალითი.ერთია ბავშვს გიბულინგებდნენ იმიტომ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის გამო ცეკვაზე მიიყვანე და ფიზიკურად ტვირთავ - ეგ უხარისხო სივრცე სასწრაფოდ უნდა დატოვოთ და რეპუტაციული დარტყმაც მიაყენოთ.მეორეა როცა პროდუქტის შექმნაში მონაწილეობ და პროდუქტის ხარისხს აყენებ დატყმის ქვეშ.და კიდევ ერთხელ, ჩემთვის - თანამშრომლებთან ჩხუბისას ზღვარი გადის თანასწორობაზე.

p.s. სხვათაშორის, ერთხელ კი არ ვიყვირე, ვიტირე და ლევან რამიშვილი ისეთ შოკში ჩავარდა, ორ საათში დავწერეთ სტატია, რომლისთვისაც ერთი კვირა ჰქონდა, მაგრამ მისი მოსაწონი არაფერი დაიწერა და სტამბაში გაშვების წინ, მთავარი თემა არ მქონდა მაშინ, როცა წინანდალში დიდი ღონისძიება მქონდა დაგეგმილი - “როცა ტრადიცია ხვდება ინოვაციას” - ქართული სამზარეულოს განვითარებაზე და იქ გავრბოდი თან.

“სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან”ჰქვია სტატიას და ჩემი ცრემლებითაა დასველებული", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.