ავტორი:

"ნინიას დაბადებამდე მქონდა ღრმა დეპრესია, აღარ მომწონდა ჩემი თავი... წავედი და ბარიატრიული ოპერაცია გავიკეთე, 15 კილო დავიკელი" - ინგა გრიგოლია

"ნინიას დაბადებამდე მქონდა ღრმა დეპრესია, აღარ მომწონდა ჩემი თავი... წავედი და ბარიატრიული ოპერაცია გავიკეთე, 15 კილო დავიკელი" - ინგა გრიგოლია

ინგა გრიგოლია ნანუკა ჟორჟოლიანთან იმ ორ უდიდეს სიახლეზე საუბრობს, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მის ცხოვრებაში მოხდა. ინგას თქმით, პირველი შვილიშვილის დაბადების შემდეგ, მიხვდა, რომ ცხოვრებაში კიდევ სჭირდებოდა რადიკალური ცვლილება და გადაწყვიტა ბარიატრიული ოპერაცია გაეკეთებინა...

- ნინიას დაბადებამდე მქონდა ძალიან რთული პერიოდი. არანორმალურად ცუდი, დეპრესიული. აღარ მომწონდა ჩემი თავი, ჰორმონალურ მკურნალობაზევიყავი და წარმოუდგენლად დავსივდი. წელიწადნახევარი თითქმის საჭმელი არ მიჭამია, მაგრამ ვერ ვხდებოდი. ღრმა დეპრესიაში ვიყავი. ისე არავინ გამიგოს რომ დიდი წონა თუ გაქვს, აუცილებლად დეპრესიაში უნდა იყო, ჩემს შემთხვევაში ასე იყო.

თან ეთერში რომ ზიხარ და ოპერატორს ეუბნები, გვერდიდან არ გამომაჩინო, ახლო კადრი არ ამიღო. მართლა ძალიან სევდიანი და დეპრესიული პერიოდი მქონდა. არაფერი აღარ მინდოდა, აღარც სამსახური, ვატო წერეთელს ვუთხარი, რომ სამსახურიდან უნდა წავიდე-თქო, ბედნიერებას ვეღარ ვპოულობდი ვერც ყოველდღიურობაში და ვერც პროფესიაში.

უცებ რომ გავიღვიძე, ბავშვი რომ დაიბადა, მივხვდი რომ ჩემს შვილს ვჭირდებოდი. მნიშვნელოვანია მე ვიყო ენერგიული, ვედგე გვერდში. მე ჩემი ცხოვრების გზა გავიარე დედაჩემის დამსახურებით. დედა რომ არ მყოლოდა ეგეთი, როგორიც მყავდა, შეიძლება ეს რთული გზა ვერ გამევლო. მართლა რადიკალურად შევცვალე ყველაფერი. მინიმუმ ათი-თორმეტი წელი რომ არ ვყოფილვარ, ისეთი ხალისი დამიბრუნდა.

მარიამი რომ მეყოლა 18 წლის ვიყავი და დედობის განცდა არ მქონია. დედაჩემი ზრდიდა. დილა რომ თენდება პირველი რასაც ვაკეთებ მარიამს ვწერ, როგორ ეძინა ნინიას, ხომ არ იტირა. ნინიას დაბადების შემდეგ უფრო მეტად ვიცი რისთვის უნდა ვიმუშავო.

ასაკი არასოდეს მაშინებდა და არც დამიმალავს. ნინია რომ დაიბადა, მაშინ მივხვდი, რომ სიახლეები მეც მჭირდებოდა, წავედი და ბარიატრიული ოპერაცია გავიკეთე. ძალიან გასუქებული ვიყავი და მინდოდა ენერგია მქონოდა. ამ ბავშვის დაბადებას დაუკავშირდა ეს. 15 კილო დავიკელი ორთვენახევარში და კიდევ ბევრის დაკლება მაქვს გეგმაში. მინდა, ისეთი ბებია ვიყო ნინიასთვის, როგორიც დედაჩემი იყო მარიამისთვის. დედაჩემმა სამსახურს დაანება თავი და მარიამს მიუძღვნა თავი. მე სამსახურს ვერ დავანებებ თავს, მაგრამ მინდა, ისეთი ბებია ვიყო, რომლითაც ნინია იამაყებს.