ავტორი:

"... ისევ პარლამენტთან დამხვდა" - ხატია დეკანოიძე წერს, რომ რუსეთის მოქალაქე, რომელსაც მასთან მიახლოება შემაკავებელი ორდერით აუკრძალეს, ისევ საქართველოშია

"... ისევ პარლამენტთან დამხვდა" - ხატია დეკანოიძე წერს, რომ რუსეთის მოქალაქე, რომელსაც მასთან მიახლოება შემაკავებელი ორდერით აუკრძალეს, ისევ საქართველოშია

დეპუტატი ხატია დეკანოიძე წერს, რომ რუსეთის მოქალაქე, რომელიც პარლამენტთან რამდენჯერმე დახვდა და რომელსაც შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, კვლავ საქართველოშია. როგორც დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, ეს ადამიანი მას კვლავ პარლამენტთან დახვდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში ისევ შემოუშვა რუსეთის მოქალაქე, რომელზეც ერთი თვის წინ შემაკავებელი ორდერი გამოწერა ჩემზე ადევნებისთვის. ისევ პარლამენტთან დამხვდა", - წერს ხატია დეკანოიძე.

შეგახსენებთ, ა.წ. ივნისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს რუსეთის მოქალაქეს, რომელიც პოლიტიკოსს რამდენიმე დღის განმავლობაში, ქუჩაში ხვდებოდა, გაურკვეველი მიმართულებით წაყოლას სთხოვდა და ეუბნებოდა, რომ საქართველოში მის გამო ჩამოვიდა.

დეპუტატმა იმჟამად განაცხადა, რომ ექიმებმა აღნიშნული პირი შეამოწმეს და ის სრულიად ჯანმრთელია:

"მაღაზიაში ჩავედი სხდომიდან, გამომეკიდა და ეს ცოტა შემაშფოთებელი იყო, როდესაც რუსულად მოსაუბრე ადამიანი მეუბნება, რომ რუსეთიდან ჩამოვიდა მხვდება საქართველოს პარლამენტის წინ და დღეს უკვე პარლამენტის დაცვამ შეამჩნია, რომ აქვე იდგა და თქვენ გამოგეკიდათ და ხომ არ გინდათ დახმარება და მერე დაუძახა პატრულს. გადმოკვეთილი აქვს საზღვარი 12 ივნისს თუ არ ვცდები, არის რუსეთის მოქალაქე. ამბობს, რომ ჩემი გულისთვის ჩამოვიდა, მე მიზეზს ვერ გეტყვით, მაგრამ ამას ამბობს და მათ შორის საპატრულო პოლიციამ გადაწყვიტა, რომ გადასცეს შემაკავებელი ორდერი, რომ მე არ მომიახლოვდეს იმიტომ, რომ შეიძლება რაღაც საშიშროება იყოს, ექიმების შემოწმებით არის ჯანმრთელი არავითარი კონკრეტული პრობლემა არ აქვს, - ამბობდა ხატია დეკანოიძე იმჟამად.