ავტორი:

ლუკაშენკოს ახალი, რიგით მე-18 სასახლე - რეზიდენცია, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტს 14,4 მლნ დოლარი დაუჯდა (ფოტო)

ლუკაშენკოს ახალი, რიგით მე-18 სასახლე -  რეზიდენცია, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტს 14,4 მლნ დოლარი დაუჯდა (ფოტო)

ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს ახალი, რიგით მე-18 რეზიდენცია, რომელიც მინსკის ცენტრში რეკონსტრუირებულ ოთხსართულიან შენობაში მოეწყო, თითქმის, 14,4 მლნ დოლარი დაჯდა. ამის შესახებ ბელარუსის უშიშროების ყოფილ ჩინოვნიკთა ასოციაცია BELPOL-ის საგამოძიებო ფილმში არის ნათქვამი, სახელწოდებით, "შთაბეჭდილებების შხაპი.“

BELPOL-მა ასობით დოკუმენტი მოიპოვა, რომელიც, გამომძიებლების მტკიცებით, საჯაროდ ხელმისაწვდომი არასდროს ყოფილა. ეს არის დეტალური გეგმები, დიზაინ-კონცეფციები, კონტრაქტები, მიწოდების ხელშეკრულებები და ხარჯთაღრიცხვა "სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი უზარმაზარი თანხებისთვის.“

ვიდეოში საუბარია ლუკაშენკოს რეზიდენციის ინტერიერის ზოგიერთი დეტალის ღირებულებაზე. მაგალითად, მიმდებარე ტერიტორიაზე, თითქმის, 151 ათასი ბელარუსული რუბლის, ანუ, დაახლოებით, 60 ათასი დოლარის ღირებულების ფანჩატური დგას. შედარებისთვის: ამ თანხით მინსკში ერთოთახიანი ბინის შეძენა არის შესაძლებელი. ამასთან, პირველ სართულზე განლაგებული ოთხი დივანი 25,2. ათასი ბელარუსული რუბლის, დაახლოებით, 10 ათასი დოლარის ღირებულებისაა.

მოპოვებული დოკუმენტების საფუძველზე გამომძიებლებმა რეზიდენციის ვიზუალიზაცია შეძლეს. მასში განთავსებულია საცურაო აუზი ცალკე VIP ზონით და "Kneipp-ის ბილიკით," რომელიც კონტრასტული ტემპერატურის მქონე ფეხის ოთხ აბაზანასა და და ტერფების მასაჟს მოიცავს. სპა-ზონაში არის ორი ჯაკუზი, კრიოსაუნა, ჩვეულებრივი საუნა, ორთქლის ოთახი და ჰამამი, ორი ე.წ. შთაბეჭდილებების შხაპი, საცურაო აუზი, ხუთი მზიანი სალონი, თოვლის გენერატორი, მასაჟის, დასასვენებელი და მომსახურების ოთახები.

მეორე სართული სამუშაო ადგილს ეთმობა, სადაც "სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების“ კაბინეტები ცალკე მისაღები ადგილებით არის განთავსებული. შეხვედრებისთვის გამოყოფილია ორი დარბაზი. აქ, ასევე, მდებარეობს პრესცენტრი და 49 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი.

მესამე სართულზე განლაგებულია სასადილო ვიტრაჟული ჭერით, რომლის ღირებულებაც 72 ათას ბელარუსულ რუბლს, ანუ, დაახლოებით, 28,5 ათასი დოლარს აჭარბებს. ამავე სართულზე არის "ოთახი მოწვეული სტუმრებისთვის,“ მოსამსახურე პერსონალისა და მოახლეების, სერვერისა და დაცვის ოთახები, ასევე, სამორიგეო ვიდეოკედლით. გააგრძელეთ კითხვა