ავტორი:

ვინ არის ვენსან კასელი ახალი სიყვარული - წყვილის "ცხელი ფოტოსესია" ბრაზილიიდან

ვინ არის ვენსან კასელი ახალი სიყვარული -  წყვილის "ცხელი ფოტოსესია" ბრაზილიიდან

ვენსან კასელი 27 წლის მოდელს, ნარა ბაპტისტას ხვდება. 56 წლის ფრანგი მსახიობი სულ რაღაც 6 თვის წინ დაშორდა თავის 30 წლის მოდელ ცოლს, ტინა კუნაკის და უკვე მხურვალე რომანში გაეხვა.

  • თაყვანისმცემლები აღნიშნავენ, რომ ბაპტისტა მის ყოფილ ცოლს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს.
კასელი და კუნაკი

ნარა ბაპტისტა ავსტრალიელი მოდელია და გოგონა 2020 წლის "მის ავსტრალიის" შესარჩევი კონკურსის მონაწილეც ყოფილა. ვენსან კასელსა და ახალგაზრდა მოდელს შორის ახლო ურთიერთობაზე უკვე გარკვეული პერიოდია, ჭორები დადის.

მათ სიახლოვეს ის ადასტურებდა, რომ წვეულებებზე წყვილი ხშირად ერთად ჩნდებოდა, სოციალურ ქსელში კასელი ბაპტისტას ფოტოებზე აკომენტარებდა, ნარა კი თავის ბლოგზე ვენსანთან გადაღებულ ფოტოებს პოსტავდა.

კასელი და ნარა რიო დე ჟანეიროში ერთად ისვენებენ

წყარო: obozrevatel

მოამზადა: ანა სიბოშვილმა