ავტორი:

აფეთქება ანკარის ცენტრში, შს სამინისტროსთან - რას აცხადებენ სამართალდამცველები და რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

აფეთქება ანკარის ცენტრში, შს სამინისტროსთან - რას აცხადებენ სამართალდამცველები და რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

ანკარის ცენტრში, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას CNN Turk-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, აფეთქება კიზილაის რაიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ახლოს მოხდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და მედიკოსები.

თურქეთის შს მინისტრის განცხადებით, თვითმკვლელომა ტერორისტმა აიფეთქა თავი, ასევე იყო კიდევ ერთი თავდამსხმელი, რომელიც პოლიციასთან ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა.

მისივე ინფორმაციით, მსუბუქად დაშავდა ორი პოლიციელი. აღსანიშნავია, რომ აფეთქება მოხდა თურქეთის პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე.