ავტორი:

დანაკილის უდაბნო - ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ადგილი დედამიწაზე და მეცნიერების ნაპოვნი სიცოცხლე გარემოში, რომელიც სიცოცხლისთვის შეუთავსებლად მიიჩნეოდა

დანაკილის უდაბნო - ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ადგილი დედამიწაზე და მეცნიერების ნაპოვნი სიცოცხლე გარემოში, რომელიც სიცოცხლისთვის შეუთავსებლად მიიჩნეოდა

სიურეალისტური ლანდშაფტი, ყვითელი და მწვანე ფერის მდუღარე წყლები, შხამიანი ქლორი და გოგირდის აირები - ეს ყველაფერი დანაკილის უდაბნოში ხდება, რომელიც მიუხედავად აღწერისა, ექსტრემის მოყვარულ ტურისტებს მუდმივად იზიდავს.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მიტოვებული და ცხელი ადგილი მსოფლიოში. იგი მდებარეობს ეთიოპიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და ტემპერატურა აქ ხშირად აღწევს 70 გრადუსს ცელსიუსით, უმეტესწილად კი, სტაბილურად, 45 გრადუსია. ტენიანობა კი მინიმუმამდეა დასული, რადგან ძალიან იშვიათად წვიმს.

თუმცა ბოლოდროინდელმა ექსპედიციამ რეგიონში, აღმოაჩინა, რომ დანაკილის უდაბნო სავსეა სიცოცხლით.

იგი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ადგილია მსოფლიოში.

ამ ტერიტორიაზე არსებობს ორი აქტიური ვულკანი. მათგან ალე ერთ-ერთია იმ რამდენიმე ვულკანიდან, რომლის მწვერვალზეც არის აქტიური, ბუშტუკოვანი ლავის ტბა. იქაურობა ასევე სავსეა მჟავე ტბორებითა და გეიზერებით და შეიცავს ღრმა კრატერს, სახელად დალოლს.

  • არის თუ არა ცოცხალი ორგანიზმები მჟავაში?

2016 წლის გაზაფხულზე, მკვლევარებმა საბოლოოდ დაიწყეს ნიმუშების შეგროვება ცხელი წყაროებიდან და აუზებიდან, იმ იმედით, რომ ისინი სიცოცხლეს შეიცავდნენ. მათ ასევე გაზომეს აუზების ტემპერატურა და pH-ბალანსი. 2017 წლის იანვარში ისინი მეტი ნიმუშის შესაგროვებლად დაბრუნდნენ. ამავე წლის მარტში მეცნიერ კავალაცის ლაბორატორიამ და მათმა კოლეგებმა იპოვეს სიცოცხლე დანაკილში, მას შემდეგ, რაც მოახერხეს ბაქტერიების დნმ-ის იზოლირება და ამოღება. მათ აღმოაჩინეს, რომ ბაქტერიები არიან "პოლიექსტრემოფილები“, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთდროულად ადაპტირებულნი არიან ექსტრემალურ მჟავიანობასთან, მაღალ ტემპერატურასა და მაღალ მარილიანობასთან. ეს არის პირველი აბსოლუტური დადასტურება მიკრობული სიცოცხლის შესახებ დანაკილის მჟავე აუზებში.

ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ კვლევაში ჯგუფმა აღმოაჩინა ბაქტერიული სიცოცხლის ორი განსხვავებული ფორმა ორ ცალკეულ უბანში: მარილის წყაროებსა და დალოლის კრატერის აუზებში, რომლებიც ხასიათდება ნათელი ფერებით, მჟავიანობით და დუღილის ტემპერატურით.

როგორც ჩანს, მეცნიერთა ეს აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია და დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ შეიძლებოდა სხვა პლანეტებზე სიცოცხლე გაჩენილიყო.

  • როგორ წარმოიქმნა უდაბნო?

დანაკილის უდაბნო წარმოიქმნა აფრიკული და აზიური ტექტონიკური ფირფიტების კონტინენტური მოძრაობის შედეგად. ი სამ ტექტონიკურ ფირფიტას შორის სამმაგი შეერთების ადგილზე დგას. უდაბნო შეიცავს მსოფლიოს ყველაზე არამიწიერ პეიზაჟებს.

მოკლედ, დანაკილი უცხო პლანეტას ჰგავს და სრულიად უნიკალურია დედამიწაზე.

  • ადგილობრივები

ადგილობრივ ტომს აფარელები წარმოადგენენ, რომლებიც წლების წინ ტურისტების მიმართ არც ისე პოზიტირურად იყვნენ განწყობილნი. დღეს ეს პრობლემა შედარებით მოხსნილია - დანაკილის უდაბნო მოსანახულებისთვის უსაფრთხო რეგიონად მიიჩნევა.

აქ ყველა ექსკურსია შეიარაღებული სკაუტების თანხლებით ხორციელდება. უდაბნოში უსაფრთხოდ მოგზაურობისთვის გამოცდილი ადგილობრივი გიდები დაგჭირდებათ, რომლებიც მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ გაგაფრთხილებენ.

გაითვალისიწნეთ ისიც, რომ დანაკილში სტუმრობისას ჩაიცვით რაც შეიძლება გამძლე ფეხსაცმელი, რადგან რეგიონის დიდი ნაწილი დაფარულია მკვეთრი ლავით.

  • როდის სჯობს უდაბნოს მონახულება?

თუკი მაინცდამაინც ადრენალინის სიჭარბე გიყვართ, დანაკილის უდაბნოს მოსანახულებლად საუკეთესო დროა სექტემბრიდან მაისამდე, რადგან ამ თვეებში დღისით შედარებით ნორმალური ტემპერატურაა 35-40°C-მდე.

არის ჯგუფური ტურები, რომლებიც რეგულარულად მიემგზავრებიან მეკელედან, რაც ამცირებს ექსკურსიის ღირებულებას.

ის, რომ ადამიანებს ჯერ არ ამოუწურიათ ცხოვრებისეული შესაძლებლობები ბევრი რამის გასარკვევად, ფაქტია. მეცნიერები სრულიად შესაძლებელს ხდიან იმ ფაქტს, რომ დედამიწაზე კვლავ უხვადაა ექსტრემალური ეკოსისტემები, რომლებიც ჯერ აღმოჩენილიც კი არ არის.

  • მოამზადა ეკა დარჩიაშვილმა