ავტორი:

BTU World Economic Forum-ის პარტნიორი გახდა

BTU World Economic Forum-ის პარტნიორი გახდა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სტრატეგიული ინტელექტის (Strategic Intelligence) პლატფორმასთან BTU-ს შეთანხმება გულისხმობს უნივერსიტეტის მხრიდან საქართველოს შესახებ უახლესი ინფორმაციის - კვლევითი ნაშრომების, ანგარიშების, აკადემიური სტატიების და სხვა ანალიტიკური მასალის თავმოყრას და გაზიარებას.

BTU-ის ექსპერტთა ჯგუფი სისტემატურად შეაგროვებს მასალას ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, ციფრული ტექნოლოგიების და ინოვაციების ეკოსისტემის შესახებ და, პლატფორმის სტანდარტების შესაბამისად, გაუზიარებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ცოდნის პლატფორმის ჯგუფს. შედეგად, ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება კვლევაზე დაფუძნებული, მუდმივ რეჟიმში განახლებადი ინფორმაცია საქართველოს განვითარების ძირითადი ტენდენციებისა და მიმდინარე სიახლეების შესახებ. BTU-დან მიწოდებული მასალის გენერირიებას და ტრანსფორმაციული რუკების შედგენას ფორუმის ხელოვნური ინტელექტი ახდენს.

შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, BTU გახდა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმის ე.წ. კონტენტ პარტნიორი (Content partner). სწორედ ცოდნის ეს პლატფორმა ახდენს ქვეყნების შესახებ განახლებული ინფორმაციის გენერირებას და ხელმისაწვდომს ხდის მას მსოფლიოს საზოგადოებისათვის (ანგარიშების, ტრენდების, ტრანსფორმაციული რუკების და ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული სხვა საინფორმაციო მასალის მიწოდებას).

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც თავს უყრის მოწინავე პოლიტიკოსებს, ბიზნეს ლიდერებს, კულტურისა და ხელოვნების დარგის წარმომადგენლებს რათა ერთობლივად განავითარონ გლობალური და რეგიონული განვითარების დღის წესრიგი.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დაფუძნდა შვეიცარიაში, 1971 წელს და მისი სათავო ოფისი მდებარეობს შვეიცარიაში, ქ. ჟენევაში. იგი არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც ხელმძღვანელობს მიუკერძოებლობის პრინციპით და წარმოადგენს მრავალი ინსტიტუციის (კერძო, საჯარო, აკადემიური სექტორების) ხედვას.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სტრატეგიული ცოდნის პლატფორმის პირველი ვორკშოპი საქართველოში:

მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს, 13:00-14:00 საათზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი უმასპინძლებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (Weforum) ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმის - Strategic Intelligence Platform სამუშაო შეხვედრას (workshop) სახელწოდებით ,,Building Strategic Intelligence with BTU”.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ექსპერტები

განიხილავენ შემდეგ საკითხებს:

  • მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სტრატეგიული მონაცემებისა და ინფორმაციის პლატფორმა - ხელმისაწვდომი მონაცემებისა და ინფორმაციის გამოყენების შესაძლებლობა და მათი ინტეგრირება აკადემიურ საქმიანობაში;
  • ტრანსფორმაციის რუკები და ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ანგარიშები;
  • პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევთ თვალი ადევნოთ ახალ, ტენდენციურ თემებს და მოვლენებს, გაეცნოთ დარგის წამყვანი ექსპერტების შეფასებებს, პროგნოზებს და განიხილოთ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პლატფორმებთან აკადემიური ინსტიტუციებისა თუ საზოგადოების თანამშრომლობის შესაძლებლობები.
  • პარტნიორობა World Economic Forum სტრატეგიული მონაცემების პლატფორმასა და BTU-ს შორის.

ღონისძიების სამუშაო ენა არის ინგლისური. სამუშაო შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარე წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით.

R