ავტორი:

KIU აცხადებს მიღებას ტრენინგკურსებზე: სერტიფიცირებული ეთიკური ჰაკერი და ეთიკური ჰაკინგის პრაქტიკული კურსი

KIU აცხადებს მიღებას ტრენინგკურსებზე: სერტიფიცირებული ეთიკური ჰაკერი და ეთიკური ჰაკინგის პრაქტიკული კურსი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ტრენინგკურსებზე: სერტიფიცირებული ეთიკური ჰაკერი და ეთიკური ჰაკინგის პრაქტიკული კურსი. განაცხადის შევსება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც დაინტერესებულია კიბერუსაფრთხოების დარგში ახალი ცოდნისა და უნარების შეძენით და აქვს გარკვეული გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.

პროგრამა ხორციელდება USAID-ის ხუთწლიანი პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით. ტრენინგკურსები შემუშავებულია დარგის ქართველი და გერმანელი ექსპერტებისა და კომპიუტერული მეცნიერების პროფესორების მიერ.

წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ KIU-ს სერტიფიკატი, ხოლო საუკეთესო შედეგების მქონე კურსდამთავრებულები (მაქსიმუმ 20 პროცენტი) მიიღებენ საერთაშორისო ვაუჩერს EC-Council-ის სერტიფიკატის მოსაპოვებლად.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სწორედ ამიტომ, ტრენინგკურსში ქალთა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ორივე კურსი სრულად დაფინანსებულია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ. მსურველებს შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ როგორც ერთ, ისე ორივე კურსზე. ადგილები შეზღუდულია.

სწავლება განხორციელდება ჰიბრიდულ რეჟიმში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში და ონლაინ.

ტრენინგკურსები უზრუნველყოფს მინიმუმ 400 მონაწილის ჩართვას კიბერუსაფრთხოების სხვადასხვა დონის სამ მოკლევადიან კურსში - კიბერუსაფრთხოების საფუძვლები (დამწყები დონე), სერტიფიცირებული ეთიკური ჰაკერი (ძირითადი კურსი) და ეთიკური ჰაკინგის პრაქტიკული კურსი. მონაწილეთა საერთაშორისო სერტიფიცირების უზრუნველსაყოფად, KIU დააფინანსებს კურსდამთავრებულთა საერთაშორისო სერტიფიცირებას, EC-Council (International Council of Electronic Commerce Consultants)-თან თანამშრომლობით. EC-Council არის მსოფლიოში უდიდესი კიბერუსაფრთხოების სერტიფიცირების ორგანო და საქმიანობს გლობალურად, 145 ქვეყანაში.

კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 29 ოქტომბერი, რეგისტრაციისთვის იხ. სააპლიკაციო ფორმა.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ სრულად.

NS