ავტორი:

5 ნოემბერს ნიკოლოზ რაჭველი "მეხსიერების ბარათი #2" - ის საიუბილეო წარმოდგენაზე იწვევს მაყურებელს

5 ნოემბერს ნიკოლოზ რაჭველი "მეხსიერების ბარათი #2" - ის საიუბილეო წარმოდგენაზე იწვევს მაყურებელს

5 ნოემბერს ნიკოლოზ რაჭველი "მეხსიერების ბარათი #2" - ის საიუბილეო წარმოდგენაზე იწვევს მაყურებელს.

„ქართული კინომუსიკის შედევრები - მეხსიერების ბარათი #2“ , რომელიც უნიკალური სანოტო და საარქივო მასალების საფუძველზე შეიქმნა, ყველა თაობისა და გემოვნების მსმენელმა ერთნაირად მიიღო და შეიყვარა. მუსიკალური წარმოდგენის პრემიერა შარშან 14 ოქტომბერს გაიმართა და მას უკვე ერთი წელი უსრულდება.

ნიკოლოზ რაჭველი:

„ვფიქრობდით, პროექტი სცენაზე მხოლოდ საახალწლოდ დაგვებრუნებინა, თუმცა ბოლოს მაინც მოგვინდა თქვენთან ერთად ჩვენი “მეხსიერების ბარათი #2”-ის დაბადების დღის აღნიშვნა და 5 ნოემბერს, კვლავ გიმასპინძლებთ თბილისის საკონცერტო დარბაზში საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ბრწყინვალე სოლისტების მონაწილეობით!

მგონია, რომ ყველაზე სასიამოვნო საჩუქარი იქნება თქვენი მშობლებისთვის, უფროსი თაობისთვის ჩვენს წარმოდგენაზე წამოყვანა, ხოლო შვილებისთვის ამას ერთგვარი საგანმანათლებლო ხასიათიც აქვს. ბევრისგან მსმენია, რომ სწორედ ჩვენი საღამო გახდა პატარებისთვის ქართული კინოთი დაინტერესების ერთგვარი ბიძგი.

ჰოდა, გელით 5 ნოემბერს სულმოუთქმელად, სიყვარულით, ერთგულებით და თქვენთან შეხვედრის უდიდესი სურვილით!“

საღამოში მონაწილეობენ: ნატო მეტონიძე / ლიზა ბაგრატიონი / ნინო ქათამაძე / ეკა მამალაძე / ლიზი რამიშვილი / ლუკა თოფურია / ვანიანო ხაჩიძე / დიტო საკანდელიძე / დავით ჯაფარიძე.

თეონა ჯორბენაძე /პროექტის სცენარის ავტორი/: „იმდენად გვიყვარს „მეხსიერების ბარათი #2“, რომ ახალ წლამდე ძალიან შორი მოგვეჩვენა. ხელოვნება ხომ ხშირად კონკრეტულ დროს ასახავს, ამიტომ ჩვენს მიერ მოთხრობილი ამბავი ერთგვარად ჩვენი ქვეყნის ისტორიასაც მიჰყვება პირველი დამოუკიდებელი მთავრობის ემიგრაციიდან მოყოლებული დღემდე.

რა თქმა უნდა, რთულია, რომ ყოველ წელს კიდევ უფრო წარმოუდგენელ ტექნიკურ ხარჯებთან ხდება დაკავშირებული თითოეული პროექტის დაგეგმვა, მაგრამ რა ვქნათ, ხომ არ გავჩერდებით? არიან ადამიანები, ვისაც არცერთი წარმოდგენა არ გამოუტოვებია და 5-შიც აპირებენ წამოსვლას, ასეთ ხალხს ვერ ვუღალატებთ, მით უფრო ახალ თაობას. ძალიან მახარებს, რომ სწორედ მათთვის აღმოჩნდა განსაკუთრებით საიტერესო ჩვენი წარმოდგენა.“

ვიდეო ანონსი

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fconceptart.ge%2Fvideos%2F345548401175794%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

ბილეთების შესაძენად გადადით მბულზე: https://biletebi.ge/concept-art/qartuli-kinomusikis-shedevrebi-georgian-film-music-project?

ფოტო: ბექა ცირეკიძე; სოფიო მელიქიძე

R