ავტორი:

"ლობიოს ჭამით გავიზარდე. იყო დრო, როცა სახლში სხვას ვერაფერს ვამზადებდით..." - ნაომი უოტსი

"ლობიოს ჭამით გავიზარდე. იყო დრო, როცა სახლში სხვას ვერაფერს ვამზადებდით..." - ნაომი უოტსი

ნაომი უოტსის ფილმოგრაფია საკმაოდ მრავალფეროვანია და მისი კარიერაც 80-იანი წლებიდან მოყოლებული უამრავ ნათელ მომენტსა და აღიარებას ითვლის. ახლა ვარსკვლავი 55 წლისაა, შესანიშნავად გამოიყურება და შემოქმედებითად აქტიურია. დღეს ნაომი უოტსის ცხოვრების სტილის შესახებ მოგიყვებით, რომელზეც ვარსკვლავმა სხვადასხვა ინტერვიუში თავად ისაუბრა:

"რაღაცნაირად გამიმართლა. ოცდაათი წლის ვიყავი, როცა ჩემთან წარმატება მომივიდა და ამ ასაკში უკვე ხვდები, თუ ვინ ხარ სინამდვილეში.

ჩვენს ცხოვრებაში ყოველთვის არსებობს მინიშნებები, რომლებიც ცვლილებებისკენ გვიბიძგებს. ამისთვის, არ არის საჭირო, ჭექა-ქუხილის ხმა ისმოდეს. ყურადღება წვრილმანებს მიაქციეთ და ამ გზით შეძლებთ, მნიშვნელოვანი აღმოჩენები გააკეთოთ.

ცხოვრებაში ბევრი არჩევანისა და გადაწყვეტილების მიღება გვიწევს. მაგრამ, არის რაღაცები რასაც წინასწარ ვერასოდეს განვსაზღვრავთ.

მხიარული ბავშვობა მქონდა და ძალიან აქტიური ვიყავი. ჩემს ძმასთან ერთად ხეებზე დავცოცავდი, ჯარისკაცობანას ვთამაშობდი. მაგრამ, ვერასოდეს გავუგებ იმ ქალებს, რომლებსაც ყველანაირ მამაკაცთან მეგობრობა შეუძლიათ.

ბავშვობაში არც ფრჩხილის ლაქები მქონდა და არც საყვარელი ვარდისფერი კაბები. ოც წლამდე საკუთარი გარეგნობა საერთოდ არ მანაღვლებდა. გააგრძელეთ კითხვა