ავტორი:

"წლების წინ სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს. ეს, ალბათ, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო და რომ არა კეტრინი, დაძლევას ვერ შევძლებდი..." - მაიკლ დუგლასი

"წლების წინ სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს. ეს, ალბათ, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო და რომ არა კეტრინი, დაძლევას ვერ შევძლებდი..." - მაიკლ დუგლასი

25 სექტემბრს მაიკლ დუგლასს 79 წელი შეუსრულდა. მსახიობი უკვე მრავალი წელია, კეტრინ ზეტა-ჯონსზეა დაქორწინებული. კეტრინი მასზე 25 წლით უმცროსია, თუმცა, ამ ფაქტს სულაც არ შეუშლია ხელი იმაში, რომ მათ შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონოდათ, გაეძლოთ ცხოვრებისეული პრობლემებისა და გამოწვევებისთვის და ერთმანეთის სიყვარული შეენარჩუნებინათ.

მაიკლმა რამდენიმე წლის წინ The Ellen DeGeneres Show-ში ისაუბრა, თუ როგორ ამაყობს საკუთარი ოჯახით და რამხელა მოტივაციას აძლევს ის ფაქტი, რომ მისი მეუღლე მასზე უმცროსია.

"წლების წინ სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს. ეს, ალბათ, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო და რომ არა ჩემი ცოლი, დაძლევას ვერ შევძლებდი. კეტრინი ჩემთვის დიდი მოტივაცია და სტიმულია. ჩემზე ახალგაზრდაა და მოტივაციას მაძლევს, მეც კარგ ფორმაში ვიყო და საკუთარ თავზე ზრუნვა არ შევწყვიტო." - ამბობს მაიკლი. გააგრძელეთ კითხვა