ავტორი:

"ვარსკვლავი საქართველოდან..." - ნინი ბრეგვაძის ფურორი, გაოცებული ჟიური და აღფრთოვანებული ამერიკელები: რა ხდებოდა The Voice-ის გვერდზე ქართველის შოუს შემდეგ?

"ვარსკვლავი საქართველოდან..." - ნინი ბრეგვაძის ფურორი, გაოცებული ჟიური და აღფრთოვანებული ამერიკელები: რა ხდებოდა The Voice-ის გვერდზე ქართველის შოუს შემდეგ?

ქართული "იქს ფაქტორის" მონაწილე, ნინი ბრეგვაძე, რომელიც ბოლო წლებია, აშშ-ში ცხოვრობს, ამერიკული "ვოისის" მონაწილეა. საოცარი შოუ, რომელიც ქართველმა დადგა, გუშინ "ენბისის" ეთერში მსოფლიოს უამრავმა ადამიანმა ნახა.

ნინომ "ვოისში" შთამბეჭდავად იმღერა და ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა.

"ჩვენი მწვრთნელები აბსოლუტურად გაოცებულები არიან" - წერია "ვოისის" გვერდზე.

ნინის შთამბეჭდავ გამოსვლა უამრავი ქართველი, და მათ შორის უამრავი ამერიკელი აკომენტარებს, რომლებიც აღფრთოვანებულები არიან. აღსანიშნავია, რომ ნინის გამოსვლას "ვოისის" გვერდზე ყველაზე მეტი რეაქცია და კომენტარი აქვს:

"ვაუ! რა წარმოდგენაა! ვამაყობთ და ბედნიერები ვართ"

"ვაუ, მისი ხმა ფენომენალურია, მე მჯერა, რომ ის ნებისმიერ მწვრთნელთან კარგად იმუშავებს. მას ასევე აქვს ხმის მოგების პოტენციალი, ვნახოთ, როგორ იბრძოლებს რინგზე"

"მასში ლედი გაგა დავინახე. ეს იყო "გრემის" შესაფერისი შესრულება"

"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უკვე გვყავს გამარჯვებული აქ"

"ეს იქნება მთავარი კონკურენტი ყველა მონაწილის, აქ საოცარი ხმა!"

"წარმოუდგენელი ხმა, განსაცვიფრებელი შესრულება!"

"მას ისეთივე ხმა აქვს, როგორიც კრისტინა აგილირას"

"ვარსკვლავი საქართველოდან, რომელსაც გამარჯვების დიდი შანსი აქვს"

ნახეთ ვიდეო