ავტორი:

დამანგრეველი მიწისძვრა ავღანეთში - დაღუპულია 255 ადამიანი (ფოტოები)

დამანგრეველი მიწისძვრა ავღანეთში - დაღუპულია 255 ადამიანი (ფოტოები)

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 255-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავღანეთის ქალაქ ჰერათის პროვინციული კლინიკის დირექტორზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, მიწისძვრის შედეგად როგორც მინიმუმ 255 ადამიანი გარდაიცვალა და დაახლოებით 500 დაშავდა. BBC-ის ინფორმაციით, სხვა შეფასებებით მსხვერპლთა რიცხვი გაცილებით უფრო მაღალია.

ცნობისთვის, კვირას დილით პროვინციის ბუნებრივი კატასტროფების მართვის უფროსმა მოსა აშარიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ "ამ მომენტისთვის 1,000-ზე მეტი ქალი, ბავშვი და მოხუცი შევიდა ჩვენს ანგარიშებში, და დაახლოებით 120 ადამიანი გარდაიცვალა."