ავტორი:

"თუ აშშ ისრაელსა და "ჰამასს“ შორის კონფლიქტში ჩაერევა, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოზიციები ჩვენი სამიზნე გახდება - პალესტინა უკრაინა არ არის" - "ჰეზბოლა"

"თუ აშშ ისრაელსა და "ჰამასს“ შორის კონფლიქტში ჩაერევა, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოზიციები ჩვენი სამიზნე გახდება - პალესტინა უკრაინა არ არის" - "ჰეზბოლა"

"ჰეზბოლა“ იმუქრება, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოზიციებს დაარტყამს, თუკი ის უშუალოდ ჩაერევა ისრაელსა და "ჰამასს“ შორის კონფლიქტში, - ინფორმაციას The Time of Israel-ი ავრცელებს.

"პალესტინა უკრაინა არ არის. თუ აშშ უშუალოდ ჩაერევა, რეგიონში შეერთებული შტატების ყველა პოზიცია გახდება წინააღმდეგობის ღერძის ლეგიტიმური სამიზნე და ჩვენი თავდასხმების წინაშე აღმოჩნდება“, - ნათქვამია დაჯგუფების განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ხომალდები გადაჰყავს, რომელთა შორის ავიამზიდიცაა. პენტაგონის განცხადებით, აშშ-ის არმია განათავსებს საზღვაო ხომალდებს და საბრძოლო თვითმფრინავებს, რათა ისრაელში მიმდინარე ბრძოლების ფონზე "გაამყაროს რეგიონული შეკავების მცდელობები“ .