ავტორი:

"არ ვიცით, ვართ თუ არა უსაფრთხოდ ისრაელში მიმდინარე უმძიმესი მოვლენების ფონზე, ქვეყანაში ნდობის ჯგუფი არ არსებობს" - ანა დოლიძე

"არ ვიცით, ვართ თუ არა უსაფრთხოდ ისრაელში მიმდინარე უმძიმესი მოვლენების ფონზე, ქვეყანაში ნდობის ჯგუფი არ არსებობს" - ანა დოლიძე

პარტია "ანა დოლიძე ხალხისთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ქვეყანაში სასწრაფოდ ნდობის ჯგუფი შეიკრიბოს, რომელიც საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებს.

პარტიის ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, ეს არის დღეს ის მთავარი თემა, რაზეც პარლამენტში უნდა საუბრობდნენ.

"ის ორგანო, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ამ საკითხს უნდა იხილავდეს, ვგულისხმობ, გეოპოლიტიკურ და შიდა თემებს. ეს ორგანო არის მკვდარი, ნდობის ჯგუფი არ არსებობს. უნდა დავსვათ კითხვა - ჩვენ ვართ თუ არა უსაფრთხოდ.

ჩვენ ვითხოვთ, რომ შეიყვანონ ოპოზიციონერები ამ ნდობის ჯგუფში, შეიკრიბონ და გავიგოთ, რამდენად დაცულები ვართ. საქართველოში ებრაელ ტურისტებიც არიან, ირანელებიც, არაბებიც. მრავალი რელიგიის, ეთნოსის ხალხია საქართველოში.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ კონტექსტში ვართ. არ გვინდა ამ თემებზე მსჯელობა? ამის ნაცვლად ჩვენ უნდა ვისაუბროთ კობახიძის დაწყებულ და დაუსრულებელ თამაშზე, რაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ეხება“, - აცხადებს ანა დოლიძე.