ავტორი:

"16 წლის ასაკში გავთხოვდი, 17 წლის ასაკში შვილი გავაჩინე... ამ ასაკში გათხოვება იყო დანაშაული და მე არავინ შემაჩერა..." - რას ჰყვება ნინია კაკაბაძე?

"16 წლის ასაკში გავთხოვდი, 17 წლის ასაკში შვილი გავაჩინე... ამ ასაკში გათხოვება იყო დანაშაული და მე არავინ შემაჩერა..." - რას ჰყვება ნინია კაკაბაძე?

ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე ამბობს, რომ 17 წლის ასაკში გახდა დედა და პირველი შვილი გაუჩნდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "ფურმულას" ეთერში, გადაცემაში "მე-17 სართული“ ისაუბრა - გადაცემის ერთ-ერთი თემა ნაადრევი ქორწინება იყო.

ნინია კაკაბაძე:

- 16 წლის ასაკში გავთხოვდი, 17 წლის ასაკში შვილი გავაჩინე, ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა რაც ცხოვრებაში დამიშვია, რომლის გამოსწორებაც იყო შეუძლებელი, იმიტომ არა, რომ ჩემი მაშინდელი მეუღლე რამით ცუდი იყო, პირიქით, კარგი ადამიანი იყო... დღესაც ძალიან მიყვარს და ჩვენ მეგობრები ვართ.. მყავს შვილი, რომელთანაც ასევე ვმეგობრობ.

უბრალოდ, 16 წლის ასაკში გათხოვება იყო დანაშაული და მე ამ დანაშაულის ჩადენისგან არავინ შემაჩერა. ვიყავი პატარა.. სულელი გარკვეულწილად და აღმოვჩნდი მსხვერპლი ამ საყოველთაოდ გამეფებული დანაშაულის, რომელიც ბნელ 90-იან წლებში ნორმად ითვლებოდა.

მხოლოდ ამისთვის უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც ეს ნორმად აქცია. არავითარ შემთხვევაში ეს შეცდომა არ დაუშვათ. ჩვენ ისეთივე ადამიანები ვართ როგორც კაცები, ჩვენ ისევე გვჭირდება სწავლა, განათლება, მუშაობა“, - ამბობს ნინია კაკაბაძე.

წაიკითხეთ ასევე: