ავტორი:

განსაკუთრებული შეთავაზება ჰიუნდაის ბესტსელერ მოდელზე

განსაკუთრებული შეთავაზება ჰიუნდაის ბესტსელერ მოდელზე

თუ მოგზაურობა გიყვართ, მაშინ საიმედო მეგზური და საკმარისი საწვავი დაგჭირდებათ. ამიტომ, ჰიუნდაიმ თავის მომხარებლებს განსაკუთრებული, შეთავაზება მოუმზადა.

30 სექტემბრის ჩათვლით, შესაძლებლობა გაქვთ, შეიძინოთ ტუსანი ბენზინის ძრავით და საჩუქრად მიიღოთ 1 ტონა საწვავი, რომელიც თქვენს სასიამოვნო მოგზაურობებს უზრუნველყოფს.

როგორც ჰიუნდაის ყველა ავტომობილზე, ტუსანზეც მოქმედებს 5 წლიანი გარანტია ულიმიტო გარბენით. შეთავაზების ფარგლებში შეგიძლიათ ისარგებლოთ თრეიდ ინით და ჩაანაცვლოთ საქართველოს ნებისმიერ შოურუმში შეძენილი ძველი ავტომობილი ახალი ტუსანით.

მოდელი საქართველოში წარმოდგენილია 2.0 სმ³ და 2.5 სმ³ ბენზინის ძრავებით - რომლებიც შესაბამისად გამოიმუშავებს 156 ცხენის ძალას და 190 ცხენის ძალას. კომპლექტაციები მოიცავს როგორც სრული ამძრაობის (4X4), ასევე წინაწამყვან (4X2) ვერსიებს.

Tucson-ი იდეალურია ოჯახური მოგზაურობებისთვის და გთავაზობთ მაქსიმალურ კომფორტს. ავტომობილი დახვეწილი დიზიანითა და ტევადი სალონით გამოირჩევა, აღჭურვილია თანამედროვე მულტიმედიით და მძღოლის დამხმარე ჭკვიანი სისტემებით.

ინტერიერი აღჭურვილია:

  • 10.25 დიუმიანი სენსორული მონიტორით;
  • 10.25 დიუმიანი ციფრული მაჩვენებლების დაფით;
  • სრულად სენსორული წინა კონსოლით;
  • ღილაკებით მართვადი გადაცემათა კოლოფი;
  • 3 ზონიანი კლიმატკონტროლი, Multi Air სისტემით;
  • განათება Mood light
  • 8 USB პორტით თქვენი ციფრული მოწყობილობებისთვის;
  • Krell-ის პრემიუმ აუდიოსისტემით;
  • სწრაფი უსადენო დამტენით.
  • Apple Carplay-სა და Android Auto მხარდაჭერით;
  • მძღოლის სავარძლის მეხსიერება;
  • პანორამული ჭერით;

Tucson-ში ინტეგრირებულია Hyundai-ს თანამედროვე უსაფრთხოების სისტემა SmartSense-ი. მრავალი სენსორისა და კამერის დახმარებით ავტომობილი მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი და თქვენ ირგვლივ მყოფთა უსაფრთხოებაზე.

SmartSense-ის რამდენიმე ფუნქცია:

  • სავალი ზედაპირის შერჩევის რეჟიმი - თოვლზე, ტალახსა და ქვიშაზე;
  • პირველად კლასში მე-7 ცენტრალური უსაფრთხოების ბალიში მძღოლსა და წინა მგზავრს შორის;
  • ავტომატური საგანგებო დამუხრუჭება შეჯახების თავიდან ასაცილებლად;
  • უხილავი ზონიდან ავტომობილის მოახლოების სენსორი;
  • უხილავი ზონის პროექცია საინფორმაციო დაფაზე;
  • დისტანციური პარკირების დამხმარე სისტემა ;
  • ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი;
  • ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა ;
  • ქვეითისა და ველოსიპედით მოძრავი ადამიანის ამომცნობი სენსორი;

„ჰიუნდაი ავტო საქართველო“ 1997 წლიდან Hyundai Motor Company-ის ოფიციალური დისტრიბუტორია. კომპანიის სათაო ოფისი, შოუ რუმსა და სერვის ცენტრთან ერთად, რომლებიც უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი და ტექნიკური მომსახურების ფართო ასორტიმენტს მოიცავს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანის #204-ში მდებარეობს.

დეტალური ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებ ან ფეისბუქ გვერდებს: www.hyundai.ge, https://www.facebook.com/hyundai.ge

ან დაგვიკავშირდით ნომერზე *7799

R