ავტორი:

"შეწყვიტეთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის სამარცხვინო პროცესი, ეს არის ძალიან მძიმე საქართველოს რეპუტაციისთვის" - ხატია დეკანოიძე უმრავლესობას

"შეწყვიტეთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის სამარცხვინო პროცესი, ეს არის ძალიან მძიმე საქართველოს რეპუტაციისთვის" - ხატია დეკანოიძე უმრავლესობას

შეწყვიტეთ ეს სამარცხვინო პროცესი, ეს არის ძალიან მძიმე საქართველოს რეპუტაციისთვის, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელზეც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ.

დეკანოიძის თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტი ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

"მე მინდა ყველას ესმოდეს, ვინც ახლა მარჯვენა მხარეს ზის, რამდენად მძიმე პროცესში მონაწილეობთ ყველა. საქართველოს ისტორიაში პირველად, იმისთვის, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა თავის კოლეგებს ზუსტად საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის და საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, თქვენ მოხვედით და გინდათ, რომ მწვანე ღილაკს დააჭიროთ ხელი. ეს არის სამარცხვინო პროცესი. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ თუ რამე უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს, ეს არის თქვენი გადაწყვეტილებები და განსაკუთრებით საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი. ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, ძალიან ბევრისგან განსხვავებით თქვენ უნდა იყოთ ყველას პარლამენტის თავმჯდომარე. შეწყვიტეთ ეს სამარცხვინო პროცესი, ეს არის ძალიან მძიმე საქართველოს რეპუტაციისთვის“, - განაცხადა დეკანოიძემ.