ავტორი:

"გიორგის ხელს კანკალით ართმევდნენ... სალომესთან ალბათ, სხვანაირად იყვნენ თავიდან გარიგებულები და მერე რაღაც შეიცვალა" - მაკა ჩიჩუა

"გიორგის ხელს კანკალით ართმევდნენ... სალომესთან ალბათ, სხვანაირად იყვნენ თავიდან გარიგებულები და მერე რაღაც შეიცვალა" - მაკა ჩიჩუა

"რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წინააღმდეგობა ჰქონდათ გიორგი მარგველაშვილის მიმართ იმ დღის მერე, როგორც კი გიორგიმ გააჟღერა, რომ ქვეყანა არასწორი გზით მიდიოდა... საქმე აქამდე რომ მისულიყო, ამის არანაირი ბერკეტი არ ჰქონდათ. ვერც უბედავდნენ, როცა ხედავდნენ, ხელს კანკალით ართმევდნენ... სალომესთან, ალბათ, კიდევ სხვა ურთიერთობა ჰქონდათ, სხვანაირად იყვნენ თავიდან გარიგებულები და მერე რაღაც შეიცვალა..." - ამბობს ყოფილი პირველი ლედი - მაკა ჩიჩუა...

როგორც ცნობილია, მთელი დღის განმავლობაში, პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესი მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით მაკა ჩიჩუამ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა:

- ეს ყველაფერი იმას მოწმობს, რომ რაღაც გაურკვევლობაში მივედინებით. ვერ გეტყვით, რა არის ეს, საერთოდ, რაში ეწერება. სადღაც ბნელი ძალებისკენ, რუსეთისკენ მივდივართ და რუსეთი საით მიდის, ეგ კიდევ ღმერთმა უწყის. ძალიან დიდ გაუგებრობაში ვართ მოყოლილი...

- გიორგი მარგველაშვილის და სალომე ზურაბიშვილის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებას ერთმანეთს ადარებთ?

- არ ვადარებ, მაგრამ აშკარად ჩანს, თუ შენ რაღაცაზე პრინციპულად შენი ინდივიდუალური აზრი დააფიქსირე, შენი მტრები ხდებიან. ამ შემთხვევაშიც იგივე მოხდა. მომენტალურად ლანძღვაზე გადაინაცვლეს. ეს ყველაფერი ცირკს ემსგავსება. ცირკი ისედაც არასოდეს მიყვარდა და ეს კიდევ ცუდი ცირკია. რა მოვლენებსაც ვუყურებთ, სხვა სახელი არ ჰქვია... არც პოლიტიკური მოვლენაა, არც საზოგადოებრივი, საზოგადოების დაცინვაა, მასხრად აგდება, გაყვლეფა, ქვეყნის უზურპაცია, თავიანთი პირადი მიზნებისთვის გამოყენება... ამ დროს ქვეყანა იღუპება - მთლიანობაში მხოლოდ ასეთი შეფასება შემიძლია გავაკეთო...

ქცევები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებს არანაირად არ ემსახურება და ემსახურება მხოლოდ კონკრეტულ, ვიღაცის მიზანს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქვეყანა უფსკრულისკენ წაიყვანოს... სიღრმეებში ვეღარც შეხვალ, ვინ ვის რა უთხრა, ამას აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. მათი სახელები და გვარები აღარც გვამახსოვრდება.

ირაკლი კობახიძე იმით დავიმახსოვრეთ, რომ ამდენი ხანია, რაღაც ზნედაცემულ როლს თამაშობს. ბოლომდე რომ თავის თავზე აიღოს, აი, მე იმდენად ზნედაცემული ვარ, ხელს ყველაფერზე მოვაწერ, ოღონდაც ვიღაცას ვემსახუროო... ესენი ხომ თავიანთი სიტყვებით არ ლაპარაკობენ! მათ ხომ თავიანთი პრინციპი არ გააჩნიათ! რაღაც თამაშს თამაშობენ, რომელსაც მიუთითებენ...

- ძალიან დიდი წინააღმდეგობა ჰქონდათ გიორგი მარგველაშვილის მიმართ და როგორ ფიქრობთ, საქმე აქამდე რომ არ მივიდა, რა იყო მიზეზი?

- რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წინააღმდეგობა ჰქონდათ გიორგი მარგველაშვილის მიმართ იმ დღის მერე, როგორც კი გიორგიმ გააჟღერა, რომ ქვეყანა არასწორი გზით მიდიოდა... თუმცა საქმე აქამდე რომ მისულიყო, ამის არანაირი ბერკეტი არ ჰქონდათ. ვერც უბედავდნენ, როცა ხედავდნენ, ხელს კანკალით ართმევდნენ... სალომესთან, ალბათ, კიდევ სხვა ურთიერთობა ჰქონდათ, სხვანაირად იყვნენ თავიდან გარიგებულები და მერე რაღაც შეიცვალა... მართლა არ ვიცი, ამ სიღრმეებში რა ხდება და სალომეს ამბავი როგორ უნდა განვიხილო..წაიკითხეთ სრულად